სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსახიობ რობერტ დე ნიროსა და ორ დემოკრატ კონგრესმენს ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება
მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსახიობ რობერტ დე ნიროსა და ორ დემოკრატ კონგრესმენს ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსახიობ რობერტ დე ნიროსა და ორ დემოკრატ კონგრესმენს ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება . მან ამის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა:

„როდესაც უყურებ დაბალი IQ-ს მქონე ილჰან ომარს და რაშიდა თლაიბს, რომლებიც უკონტროლოდ ყვიროდნენ გუშინ ღამით კონგრესის წინაშე ჩემი ძალიან ელეგანტური გამოსვლის დროს, ასეთ მნიშვნელოვან და ლამაზ ღონისძიებაზე, ხედავ მათი უპეებიდან გადმოვარდნილ, გიჟების, შეშლილი ადამიანების, ფსიქიკურად ავადმყოფების წითელ თვალებს, ისე გამოიყურებიან, რომ მათი ფსიქიატრიულში გადაყვანაა საჭირო.

ისინი მოსყიდული და კორუმპირებული პოლიტიკოსები არიან, რომლებიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაგზავნოთ იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ. მათ შეუძლიათ, აშშ მხოლოდ დააზიანონ, მათ ჩვენი ქვეყნის დახმარება არ შეუძლიათ…

ისინი ერთ ნავში უნდა ჩასხდნენ ტრამპზე გადაკიდებულ რობერტ დე ნიროსთან, კიდევ ერთ ავადმყოფ და გონებაარეულ ადამიანთან ერთად, რომელსაც, როგორც მე მივიჩნევ, უკიდურესად დაბალი IQ აქვს, აბსოლუტურად არ იცის, რას აკეთებს ან ამბობს და ზოგიერთი მისი გამონათქვამი ნამდვილი კრიმინალია" - დაწერა ტრამპმა

მანამდე კი, რობერტ დე ნირომ, რომელიც ტრამპის მიმართ კრიტიკით არის ცნობილი, განაცხადა, რომ მისი პროგნოზით ტრამპი არასდროს დატოვებს თეთრ სახლს საკუთარი ნებით და ამერიკელებმა ის უნდა მოიშორონ.