სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
"ასეთი მაღალინტელექტუალური კონტინგენტი საქართველოს ციხეებში 1937 წლის შემდეგ არ ყოფილა"
პოლიტიკა

"ასეთი მაღალინტელექტუალური კონტინგენტი საქართველოს ციხეებში 1937 წლის შემდეგ არ ყოფილა"

„იყო დრო, როცა პოლიტიკოსები გარედან სპეკულირებდნენ ციხეში დადგმული კადრებით, ახლა უკვე სხვა პოლიტიკოსები არიან ციხეში და აქედან იტყობინებიან სიმართლეს რეალურ მდგომარეობაზე.

ასეთი მაღალინტელექტუალური კონტინგენტი საქართველოს ციხეებში 1937 წლის შემდეგ არ ყოფილა. იმიტომაც იღებენ ხმას და აპროტესტებენ პირობებს.

ახლა ციხეში ერთად არიან მსოფლიოში სახელგანთქმული საოპერო მომღერალი და მთელს მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსი, აქვე არიან მწერლები და პოეტები, ბიზნესმენები და მომავალი პრეზიდენტები, მინისტრები მეცნიერები ახალი თაობის სახით. იყვნენ გამოჩენილი ექიმებიც.

დავფიქრდი და მხოლოდ ასტრონავტები გვაკლია და იქნებ მივაწვდინოთ უფროსს ხმა, რომ 1 ასტრონავტი მოიტაცოს და გვერდზე მოგვისვას თორემ მოწყენილები ვართ.

უფრო სერიოზულად კი, დღეს საქართველოს ციხეებში ორჯერ მეტი პატიმარია, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის დროს. ყველა საპატიმრო დაწესებულება იმ 9 წელშია აშენებული, კატასტროფული საბჭოთა ციხეების ნაცვლად და მას შემდეგ არც შეკეთებულა და არც მოდერნიზებულა.“ - მიხეილ სააკაშვილი.