სტატია
  1. თიბისიმ, ADB-ისა და IFC-ის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
  2. თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
  3. "წინ კიდევ ბევრი ოპერაცია გველის - ოპერაცია, რომელიც რუსულ აგრესიას უპასუხებს" - ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვაში"
  4. „თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  5. Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  6. ბრაზილიური სილამაზის ბრენდი Sol de Janeiro სრული ასორტიმენტი უკვე ოფიციალურად PSP-შია
  7. Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
  8. პოლიეთილენიდან ეკოშეფუთვამდე: როგორ შეიცვალა ქართული ბაზრის სტანდარტები
"არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ხმის უფლება შეიძლება ბევრს უნდოდეს, მაგრამ ამის საშუალება აღარ არის მეუფე პეტრესთვის“
სოც. მედია

"არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ხმის უფლება შეიძლება ბევრს უნდოდეს, მაგრამ ამის საშუალება აღარ არის მეუფე პეტრესთვის“

ყოფილი ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე ცაავა სინოდის სხდომაზე დასწრებასა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვს. მას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს.

„უცნაურია, რომ ყოველთვის ისეთ რაღაცაზე აპელირებენ, რომელიც ეკლესიას დააზიანებს. 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის განჩინებაში წერია, რომ ის აღარ არის სინოდის წევრი. არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ხმის უფლება შეიძლება ბევრს უნდოდეს, მაგრამ ამის საშუალება აღარ არის მეუფე პეტრესთვის“ - ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე  TV იმედთან.