სტატია
  1. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  2. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  3. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  5. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  6. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  7. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  8. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
"არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად გადავირჩიეთ და დავამხეთ უკანონო ხელისუფლება"
პოლიტიკა

"არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად გადავირჩიეთ და დავამხეთ უკანონო ხელისუფლება"

"პირველად მეძლევა საშუალება ჩემი დაკავების შემდგომ გესაუბროთ. ოცნებას ყოველთვის აღიზიანებდა ტერმინი „მშვიდობიანი დამხობა“. ჩვენი გასამართლების მიზეზიც სწორედ ეს არის.

უნდათ, რომ ეს ფრაზა მონათლონ, როგორც ძალადობრივი მოქმედება და, მე, დღეს, მინდა გითხრათ, ბატონო მოსამართლევ, რომ მშვიდობიანი დამხობა შედგა 4 ოქტომბერს. შედგა დიდი წარმატებით, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ ეროვნულ კრებაზე.

ყველამ კარგად იცის, რომ არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად გადავირჩიეთ და დავამხეთ უკანონო ხელისუფლება, რუსი ოლიგარქის არალეგიტიმური რეჟიმი.
ხოლო პასუხი იმისთვის, რაც მოხდა ათონელის რეზიდენციაში, გთხოვთ, მოჰკითხოთ ე.წ. მთავრობას.

მეგობრებო, დაფიქრებულხართ, რომ როცა საუბარია 4 ოქტომბერზე, ე. წ. ხელისუფლება მხოლოდ ათონელის სასახლესთან არ შემდგარ რევოლუციაზე საუბრობს და არც ერთხელ არ ახსენებს რა მოხდა თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირის მთელს ტერიტორიაზე?

ეს იმიტომ, რომ ჩვენს ასობით-ათასიან სახალხო შეკრებაზე გაფორმდა დიქტატურის („ოცნების“) აბსოლუტური კრახი და იქ მათ ვერ მოახერხეს პროვოკაცია. 

ვერავინ ვერ იტყვის, რომ მოწოდება იყო ძალადობისკენ. 4 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ვიყავით მიწვეული ეროვნულ კრებაზე. ასე ცხადდებოდა ტელეეთერებიდან და ასე ეწერა მოსაწვევებზე, რომელსაც ჰქონდა ჩემი ხელმოწერა. 

ჩემი კარიერაც და ცხოვრებაც საჯაროა. ყველამ იცის ჩემი სამოქალაქო პოზიციაც, ჩემი საქმიანობაც, ჩემი შემოქმედებაც. მთელი ცხოვრება ქვეყნისთვის სამსახურს ვეწეოდი - სცენიდან, ქველმოქმედებით თუ საზოგადოებრივი საქმიანობით.

ახლა წამიყენეს აბსურდული ბრალდებები, რომ თითქოს მე ძალადობისკენ მოვუწოდებდი ხალხს. ყველასთვის ნათელია თუ რისთვის კეთდება ეს - ოცნება ცდილობს, პატრიოტიზმი გამოაცხადოს კრიმინალად, ხოლო მათი ქცევა - ანუ, სამშობლოს ღალატი -  გმირობად.

4 ოქტომბერს შედგა, პირველად საქართველოს ისტორიაში, ეროვნული კრება, ჩვენი, ქართველი ხალხის დამსახურებით. ეს ნამდვილად იყო შეკრება, სადაც მისმა უდიდებულესობამ, ქართველმა ხალხმა, გამოხატა საკუთარი ნება, რომ დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია.

4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა უპრეცედენტოდ ბევრი, 250 000-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს, არათუ ქალაქებიდან და რაიონებიდან, არამედ თითქმის ყველა სოფლიდან იყო წარმომადგენელი. მათ შორის, აფხაზეთიდან (გალის რაიონი) და სამაჩაბლოდან.

ასევე იყო უამრავი ემიგრანტი, ისინი, სპეციალურად, ამ დღისთვის ჩამოვიდნენ.
ასევე, კრებას ესწრებოდა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი.

ბევრ თქვენთაგანს დასწყდა გული რომ ბოლომდე ვერ მივაღწიეთ მიზანს, მათ შორის, მეც. ათონელის სასახლესთან, ვიცით, რა პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მე დღეს ვერ ვისაუბრებ ზუსტად მომხდარზე, რადგან დაკავების შემდგომ მოწყვეტილი ვარ გარესამყაროს, შესაბამისად მოკლებული სრულფასოვან ინფორმაციას, მაგრამ ამის გარკვევის დრო მალე დადგება. 

თუმცა, ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ მიღწეულით; ჩვენი ერთობით, ენთუზიაზმით და პატრიოტიზმით. ჩვენ, ქართველმა ხალხმა, შევძელით გაგვეკეთებინა ის, რაც ოლიგარქიის ბანდამ ვერ შეძლო და ვერც შეძლებს, შვიდივე მილიარდი დოლარიც რომ დახარჯოს. ამიტომაც, დაიმახსოვრეთ, რომ 4 ოქტომბრის ეროვნული კრების შემდგომ, ჩვენ კი არ ვებრძვით არალეგიტიმურ მთავრობას, არამედ უზურპატორის ბანდა ებრძვის ხელისუფლებაში მყოფ საქართველოს ხალხს. - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ სასამართლოზე.