სტატია
  1. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  2. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  3. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  4. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  5. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  6. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  7. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
  8. თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
„არავის არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ამ რეპრესიულ რეჟიმში სასამართლო იქნებოდა სამართლიანი"
სოც. მედია

„არავის არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ამ რეპრესიულ რეჟიმში სასამართლო იქნებოდა სამართლიანი"

„მე მგონი, დღეს არავის არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ამ რეპრესიულ რეჟიმში სასამართლო იქნებოდა სამართლიანი და გამოიტანდა იმ გათავისუფლების გადაწყვეტილებას, რომელსაც მაინც ველოდით.

მე მინდა გამოვხატო ჩემი სრული პატივისცემა მზიას მიმართ, რომელმაც დღესაც გვიჩვენა თავისი ღირსება, მხნეობა, შემართება და დარწმუნებული ვარ, ასე გაივლის ამ ძალიან მძიმე დროს, რაც მიუსაჯეს მას და დატოვეს ძალაში ის სასჯელი, რომელიც არის ძალიან უსამართლო და უსაფუძვლო.

მე მაინც ერთი რამის იმედი მქონდა, რომელი იმედიც არ შეიძლება ჩვენ დავკარგოთ, ყოველთვის უნდა გვჯეროდეს, რომ შეიძლება გამოჩნდეს ერთი მოსამართლე მაინც, რომელიც ადამიანად დარჩებოდა. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ქვეყნისთვის არის ძალიან სამწუხარო, რომ დღესაც არ გამოჩნდა ის ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავზე აიღებდა იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო.

ეს არის ქვეყნისთვის ტრაგედია. მე დღეს საქართველოზე ვფიქრობ და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა.