სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
არ გამოტოვო AI საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია
ბიზნესი

არ გამოტოვო AI საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით მოსწავლეებისთვის AI საოლიმპიადო კურსებზე რეგისტრაცია დაიწო.

 

ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება და ზოგადად, AI პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდა, AI ოლიმპიადის მოსამზადებელი კურსის მთავარი მიზნებია. კურსის ფარგლებში, მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეები, შეძლებენ სრულიად უფასოდ, ონლაინ რეჟიმში შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტი ნულიდან - პროფესიულ დონემდე.

 

საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამირების, წრფივი ალგებრის, კალკულუსის და კლასიკური მანქანური სწავლების საწყისებს. ასევე აქცენტი გაკეთდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - ნეირონული ქსელები, კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშავება. საოლიმპიადო კურსი პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობაზე იქნება ორიენტირებული.

 

კურსი ხელმისაწვდომია ორ ფორმატში:

  1. დამოუკიდებლად - ყველა ლექცია ხელმისაწვდომი იქნება YouTube-ზე. დისქორდის სერვერზე გაწევრიანების შემდეგ კი წვდომა გექნება კურსის ლექციებზე, მასალებზე, დავალებებზე და შეძლებ დასვა კითხვები და მიიღო პასუხები კურსის სხვა მონაწილეებისგან და ლექტორებისგან
  2. საოლიმპიადო ლაივ ფორმატში - საოლიმპიადო ფორმატში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ Google Meet-ით დაესწრონ ლექციებს რეალურ დროში, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები ლაივ ფორმატში.

 

საოლიმპიადო ფორმატში მონაწილეობისთვის უნდა გაიარო ტესტირება, რომელიც შეეხება ლოგიკის, მათემატიკის, სტატისტიკის, ალბათობისა და პროგრამირების საფუძვლებს. 

 

არ გადადო, რეგისტრაციების დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, დარეგისტრირდი ბმულზე.

 

თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ სხვადასხვა მიმართულებით განათლების პროგრამებს სთავაზობს.