სტატია
  1. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  2. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  3. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  4. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  5. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  6. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  7. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  8. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი თიბისი ბარათებით Black Friday-ზე შეიძენთ უფრო მეტს, ვიდრე სხვა დროს
ბიზნესი

ახალი თიბისი ბარათებით Black Friday-ზე შეიძენთ უფრო მეტს, ვიდრე სხვა დროს

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ითვალისწინებს მათ სურვილებსა და საჭიროებებს, განსაკუთრებით კი, ისეთ დღეებსა და თარიღებში, რომელსაც მოუთმენლად ელიან.

ერთ-ერთი ასეთი თარიღი 28 ნოემბერი, Black Friday-ია, დღე, როდესაც თითქმის ყველა მაღაზიაში ფასდაკლებებით სარგებლობთ. თიბისი კი, ყოველ წელს, ტრადიციულად, განსაკუთრებულ შეთავაზებებს გიმზადებთ  და გაძლევთ შესაძლებლობას, შეიძინოთ უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს. 

28 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელები, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ობიექტში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით სარგებელსაც მიიღებენ და ქეშბექ შეთავაზებებით ისარგებლებენ.  მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის გარკვეულ ნაწილს, რადგან მაქსიმალურად ისარგებლონ ყველაზე მასშტაბური ფასდაკლების დღით და იყიდონ უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს.

ტრადიციულად მრავალფეროვანი იქნება თიბისის შერჩეული ობიექტების კატეგორიებიც- ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია, თავის მოვლა, აქსესუარები - მნიშვნელობა არ აქვს, რის შეძენას დაგეგმავთ, თიბისის ბარათებით Black Friday-ზე დაზოგავთ უფრო მეტს.

დაელოდეთ, პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალს და მოამზადეთ სურვილების სია 28 ნოემბრისთვის.  

თუ ახალი თიბისი ბარათები ჯერ არ გაქვთ, აიღეთ ონლაინ 30 წამში, ფიზიკურ ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე, რადგან Black Friday-სთვის მოსამზადებლად სულ ცოტა დრო რჩება!

იმ შემთხვევაში კი, თუ Black Friday-ის სურვილების სიისთვის თანხა არ გყოფნით, დაიმტკიცეთ ერთგული საკრედიტო ბარათის ლიმიტი ონლაინბანკიდან.