სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ახალი გვერდი მობაილბანკში - უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ბიზნესი

ახალი გვერდი მობაილბანკში - უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

თიბისის მობაილბანკი აპლიკაციის განვითარების ისტორიაში ახალ ფურცელს შლის.

ახალი ფონტი, გამარტივებული ფორმები და დახვეწილი ფერები, უფრო მსუბუქი  და ნათელი აპლიკაცია - გრძელვადიანი მუშაობის შემდეგ,  თიბისის მობაილბანკის ახალი გვერდი მზადაა - მომხმარებლის უკუკავშირის, კვლევისა და თანამედროვე ინოვაციების გათვალისწინებით შექმნილი ფუნქციონალები.

მობაილბანკის განახლების მთავარი მიზანი, მომხმარებლისთვის ყველა საბანკო მომსახურებაზე წვდომის კიდევ უფრო გამარტივებაა; რის შედეგადაც, ფიზიკურ ფილიალებში ვიზიტის საჭიროება, ფაქტობრივად, ქრება. ეს კი, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს. 

მომხმარებლის თითოეულ საჭიროებამდე მისასვლელი გზა მობაილბანკში ისეა მოწყობილი, რომ მიზნამდე მისასვლელად მას რაც შეიძლება ნაკლები ნაბიჯი დასჭირდეს.

ეს განახლება, სწორედ, ამ იდეაზეა აგებული, რომ მომხმარებელს საუკეთესო საბანკო გამოცდილებაზე წვდომა ნებისმიერ დროსა თუ ლოკაციაზე პირდაპირ მობილურში ჰქონდეს. თიბისის ტექნოლოგიებისა და მობაილბანკის განვითარების გუნდმა ამ პროექტზე ერთობლივად იმუშავა და მომხმარებლისთვის თანამედროვე, ინოვაციური განახლება შექმნა.

თიბისის მობაილბანკის ეს განახლება აერთიანებს ყველაფერს, რაც მომხმარებელს დღეს თანამედროვე, ციფრულ ყოველდღიურობაში სჭირდება. 

გადმოწერე ან განაახლე თიბისის მობაილბანკი და მიიღე მობაილბანკინგის ახალი გამოცდილება.