სტატია
  1. “შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
  2. თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
  3. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
  4. პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
  5. თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
  6. თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
  7. Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
  8. თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
2026 წლის 26 ივნისის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დრონების იერიში წლის ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად შეფასდა
მსოფლიო

2026 წლის 26 ივნისის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დრონების იერიში წლის ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად შეფასდა

2026 წლის 26 ივნისის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დრონების იერიში წლის ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად შეფასდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, კრემლის პროპაგანდისტული სააგენტო ТАСС წერს, რომ რუსეთის მასშტაბით 660 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და გაანადგურეს.

ბოლო თვეების ყველაზე დიდი საჰაერო იერიშები 17 მაისს დაფიქსირდა, როდესაც უკრაინამ რუსეთს 556 დრონით შეუტია, რასაც მოჰყვა 18 ივნისის ღამე, როდესაც ქვეყნის რეგიონების თავზე 555 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს.

ТАСС-ის მონაცემებითვე, ივნისის თვეში სხვა მასშტაბური თავდასხმებიც იყო - 11 ივნისი - 330 დრონი; 10 ივნისი - 326 დრონი; 6 ივნისი - 376 ; 3 ივნისი- 354 უკრაინული დრონი.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად დაამტკიცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის 40-დღიანი სტრატეგიული გავლენის ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის იძულებას, დაასრულოს ომი.