სტატია
  1. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  2. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  3. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  5. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  6. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  7. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  8. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ბიზნესი

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

PSP-ს აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება, რაც გულისხმობს მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შვეიცარიული კომპანიის „მიკროლაიფის“ უზუსტესი წნევის საზომი აპარატებით დიაგნოსტიკას.

„მიკროლაიფის“ მოწყობილობების სიზუსტე, სანდოობა და ინოვაციური ტექნოლოგიები, საშუალებას იძლევა, აღმოვაჩინოთ სხვა დარღვევები და დროულად მივმართოთ ექიმს.

ტონომეტრების მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი: მაჯის და მხრის, ავტომატური და ნახევრადავტომატური, PC კავშირით და სხვ. მარტივი და მოსახერხებელია სახლის პირობებში გამოყენებისთვისაც. ასე მაგ., AFIB ტექნოლოგია  გაზომვისას ამოიცნობს არითმიის რისკს. ამ უნიკალური ტექნოლოგიის გამო, ითვლება "Microlife” ინსულტის პრევენციის პირველ ნაბიჯად.

მარტივი და კომფორტული ინტერფეისი, Touch ეკრანები და დიდი ციფრები – შესაფერისია ყველა ასაკისთვის, მათ შორის უფროსი თაობისთვის. ტონომეტრი ავტომატურად აკეთებს სამ გაზომვას და აჩვენებს საშუალო მნიშვნელობას, რაც ამცირებს ცდომილებას.

ზოგ მოდელში ინტეგრირებული Bluetooth საშუალებას იძლევა მომხმარებელმა მარტივად გადაიტანოს მონაცემები მობილურში და/ან გაუზიაროს ექიმს. ყველა მოდელი ტესტირებულია კლინიკურად (ESH, BHS, MAM ) და გამოირჩევა მაღალი სიზუსტით როგორც ექიმებისთვის, ასევე საოჯახო გამოყენებისთვის.

მონიტორინგის შედეგად არითმიის რისკის აღმოჩენისას, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს გადაეცემა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგის კონსულტაციის 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, ივლისის ბოლომდე სარგებლობისთვის.

მონიტორინგის დღეები იწყება თბილისში, 17 ივნისს პეკინის N14-ში მდებარე PSP აფთიაქში და გავრცელდება სხვადასხვა უბანში, ასევე ეტაპობრივად ჩატარდება რეგიონებში. მომხმარებლებს განრიგის ნახვა შეუძლიათ PSP-ს ოფიციალურ გვერდებზე www.psp.ge და https://www.facebook.com/psp.ge

„მიკროლაიფი“ (Microlife) მსოფლიო ლიდერია სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურის წარმოებაში. არტერიული წნევის მონიტორების, ციფრული თერმომეტრების და ნებულაიზერების შვეიცარიული ხარისხი და სიზუსტე, განაპირობებს ამ აპარატურის მიმართ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექიმების მაღალ ნდობას.