2 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ახალი ამბები

"როგორც ჩანს ამ ადამიანს დაუყენეს მარტივი პირობა, მოიგებ არჩევნებს არ ჩაჯდები ციხეში, წააგებ?- ჩაჯდები" - ვაშაძე ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავებაზე

ჩამოტვირთვა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის დაკავებას ეხმაურება.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ზუგდიდის ყოფილი მერი მისი კორუმპირებულობისგამო არ დაუკავებიათ. ვაშაძის თქმით,  ლაშა გოგიასთან გარიგება დაიდო, თუ სამეგრელოში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებდა გოგიას აღარ დააკავებდნენ. 

„ყველამ იცოდა, რომ კორუმპირებულია, როგორც ჩანს ამ ადამიანს დაუყენეს მარტივი პირობა, მოიგებ არჩევნებს არ ჩაჯდები ციხეში, წააგებ?- ჩაჯდები ციხეში. ამით გზავნილს ეუბნებიან ყველას, რომ ყველა ჩაჯდებით ციხეში, ვინც ვერ მოიგებთ არჩევნებს.

ზუსტად იგივე იყო ენზელ მკოიანის შემთხვევაში, მას უთხრეს, რომ 93% უნდა დაწერო ქართული ოცნებისთვის ახალქალაქში. ვერ დაწერა მკოიანმა, ზუსტად იგივე ზარები წავიდა ენზელ მკოიანთან. რა გააკეთა ენზელ მკოიანმა?- გამოიყვანა თავის ბანდფორმირება და დაულეწეს თავ-პირი ჩვენი შტაბის წევრებს.

ერთ რამეს ვერ მიხვდნენ ესენი, იმ კაცის ბრალი კი არ არის ვინც შტაბის უფროსი იყო, იმ ლიდერების ბრალია, რომლებმაც ქვეყანა ამ ვითარებაში ჩააგდეს და თავის თავი ჰგონიათ სახელმწიფო,“-ამბობს ვაშაძე.

ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ, „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. დღეს გაერთიანებულ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს „რესპუბლიკურმა“ პარტიამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ დააკავა. მათ დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. 

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები