0 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

მაისის ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლები, რუსეთიდან შემოდინებების მხრი,ვ შესწორების შემდეგაც ძლიერი იყო და შეიძლება ითქვას, რომ თიბისი მოლოდინებს მართალია მცირედით, მაგრამ მაინც აჭარბებდა. შესაბამისად, თიბისი კაპიტალი განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დამატებით აუმჯობესებს 2022 წლის ეკონომიკის აქტივობის მოლოდინებს და საბაზო სცენარი 8%-ზე მნიშვნელოვნად მეტ ზრდას შეადგენს. ასევე მცირედით, მაგრამ გაუმჯობესებულია ლარის კურსთან დაკავშირებული მოლოდინები. თიბისი კაპიტალის მოდელის მიხედვით, წლის ბოლოსათვის ლარის საორიენტაციო კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.80-ს, ევროსთან მიმართებაში კი, დაახლოებით 3.06-ს შეადგენს.

 

მაისის საკრედიტო აქტივობა ასევე ძლიერი იყო. ვალუტების მხრივ, ლარის სესხები უფრო მეტად გაიზარდა. ასევე, პირველი კვარტალის მონაცემებით, საშუალო ხელფასი 15.1%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გამომწვევ ფაქტორებს შორის, თავისთავად, ძირითადი კვლავ საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტებზე ფასების მატებაა.

 

ამდენად, დღეს და გასულ ორშაბათს გამოქვეყნებულ მომოხილვაში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება მოსალოდნელი არ არის. ასევე, ნაკლებად სავარაუდოა დედოლარიზაციის ღონისძიებების დამატებით გამკაცრება. ამ მხრივ არგუმენტებია, რომ საპროცენტო განაკვეთებს შორის ისტორიულად მაღალი განსხვავების მიუხედავად, საკრედიტო აქტივობაში მაინც ლარის სესხები ჭარბობს. მეორე მხრივ, სამომავლოდ აღნიშნული განსხვავების მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთან, დეპოზიტების მკვეთრი ლარიზაციის გარეშე, სესხების ლარიზაცია ლარის კურსის მხრივ კვლავ რისკ შეიცავს. 

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:31

    ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“...

    „ვოლვო ქარ საქართველომ“ 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, შოურუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დარგის...

  • 16:42

    დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველ...

    „ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, ი...

  • 15:31

    მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ ი...

    7 ოქტომბერი ისტორიაში სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. აქ ვიმყოფებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიის პრეზიდ...

  • 11:34

    ვლადიმერ პუტინი - პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი ი...

    პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილი...

  • 12:37

    სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 12 ...

    თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგა...

  • 15:50

  • 16:54

    „Art-გენი“ „ახალ საირმეში“...

    „Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ - ამ სახელითა და იდეით გამართულ აქცია-კონცერტებს 19, 20 მაისს სასტუმრო „ახალმა საირმემ“ უმასპინძლა. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფე...