1 2 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ახალი ამბები

გაოცებულები მიყვებოდნენ ევროპელი კოლეგები, დესტრუქციული ძალების მიერ თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა წამოწყებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.. საქართველო ელოდება ევროპელების ბრძნულ გადაწყვეტილებას - პრემიერი

ჩვენ 2024 წელს ვაპირებდით ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას, მაგრამ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვადაზე ადრე შევიტანეთ განაცხადი. ველოდებით ჩვენი ევროპელების, ბრძნულ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენ არაფერს ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ, სამართლიან შეფასებასა და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, მიყვება ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო უნდა გახდეს და გახდება აუცილებლად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს.

სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ ჩვენ შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები, ცდილობდნენ და ცდილობენ, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით უცხოურ მედიაში, პრესაში, მათი შეხვედრებით ბრიუსელში... გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო კამპანია არის წამოწყებული საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეების წინააღმდეგ. გახსოვთ, მაშინ, როცა უვიზო რეჟიმზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, არწმუნებდნენ, სთხოვდნენ, რომ რამენაირად არ მიეცათ უვიზო რეჟიმი ქართველებისთვის, რომ იქნებ ამ მთავრობის დროს არ მოხდეს. იგივე ხდება ახლაც, მაგრამ მე მჯერა, რომ ევროკავშირში არიან ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები და ისინი მიიღებენ გონივრულ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებს - განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:31

    ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“...

    „ვოლვო ქარ საქართველომ“ 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, შოურუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დარგის...

  • 16:42

    დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველ...

    „ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, ი...

  • 15:31

    მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ ი...

    7 ოქტომბერი ისტორიაში სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. აქ ვიმყოფებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიის პრეზიდ...

  • 11:34

    ვლადიმერ პუტინი - პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი ი...

    პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილი...

  • 12:37

    სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 12 ...

    თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგა...

  • 15:50

  • 16:54

    „Art-გენი“ „ახალ საირმეში“...

    „Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ - ამ სახელითა და იდეით გამართულ აქცია-კონცერტებს 19, 20 მაისს სასტუმრო „ახალმა საირმემ“ უმასპინძლა. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფე...