სტატია
  1. ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია
  2. Young Lions Georgia 2026 - შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
  3. "მეგობრებო "ლელოდან" შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?"
  4. "ეუთო და ასევე მოსკოვის მექანიზმი სწორ შედეგებს გამოიღებს"
  5. "ვიწყებთ აქტიურ კოორდინაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან" - ოპოზიციის ალიანსის განცხადება
  6. თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ
  7. საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
  8. "ირანის რეჟიმმა უნდა აგოს პასუხი ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა ირანელი ხალხისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ"
WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
ბიზნესი

WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა

პროფესიული განათლების გაძლიერება და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა - WorldSkills საქართველო 2025-ის ფარგლებში, „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში ავტომობილის ტექნოლოგიების მიმართულებით პირველი ეროვნული კონკურსი ჩატარდა. კონკურსი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობისა და პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, ასევე კერძო სექტორის ჩართულობით გაიმართა.

კონკურსი „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა აკადემიას“ ბაზაზე მოეწყო და მასში 21 წლამდე ასაკის ავტომოყვარულები მონაწილეობდნენ, რომლებიც საჭირო პროფესიულ უნარებს ფლობდნენ. პროფესიული და უმაღლესი განათლების სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ინდუსტრიაში დასაქმებულები და ინდივიდუალური მონაწილეები რეალურ სამუშაო გარემოში, „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალური ფილიალის სერვისცენტრში, პრაქტიკულ დავალებებს ასრულებდნენ - მათ ავტომობილებზე კონკრეტული დაზიანებები უნდა აღმოეჩინათ და გამოესწორებინათ. კონკურსისთვის საჭირო რესურსი სრულად „თეგეტა მოტორსმა“ უზრუნველყო, მათ შორის, დანადგარები, ინსტრუმენტები, სამუშაო მასალები, კონკურსის შინაარსობრივი მხარე და ექსპერტის ჩართულობა.

გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიას“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა აკადემია“ საავტომობილო ინდუსტრიისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდამჭერია. ჩვენთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. მსგავსი კონკურსები ახალგაზრდებისთვის ძლიერი მოტივაციაა, ხოლო ინდუსტრიისთვის - ტალანტების აღმოჩენის ეფექტიანი გზა. პროფესიის პოპულარიზაცია გრძელვადიან პერსპექტივაში კადრების დეფიციტის შემცირებასა და საავტომობილი სფეროს კიდევ უფრო განვითარებაზე აისახება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ახალგაზრდებს საავტომობილო ტექნოლოგიების მიმართულებით საკუთარი პოტენციალის წარმოჩენის შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე ეძლევათ, რაც ამ პროფესიას, ცხადია, კიდევ უფრო პრესტიჟულს ხდის“.

WorldSkills საქართველოს 2025 წლის ეროვნული კონკურსი ექვს პროფესიულ მიმართულებას მოიცავდა: ვებტექნოლოგიებს, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოებს, მოდის ტექნოლოგიას, კონდიტერიას, თმის მომსახურებას და წელს პირველად უკვე საავტომობილო ტექნოლოგიებსაც.

კახა ხანდოლიშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: „პროფესიული განათლების განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს და საშუალებას იძლევა, პროფესიული განათლება მეტად პრაქტიკული და რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებული გახდეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლიდან საქართველო WorldSkills-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რამაც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობითა და ფინანსური კონტრიბუციით შესაძლებელი გახადა კონკურსის მასშტაბის გაზრდა და ახალი საკონკურსო მიმართულებების დამატება.

ეს ყველაფერი ზრდის სხვადასხვა პროფესიის წარმოჩენის შესაძლებლობას, ახალგაზრდებს უჩენს ხარისხიანი პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და დასაქმების რეალურ პერსპექტივებს. კონკურსის თითოეული მიმართულების პრიზიორებს შანსი ეძლევათ, საქართველო 2026 წლის 22-26 სექტემბერს შანხაიში დაგეგმილ WorldSkills-ის საერთაშორისო ჩემპიონატზე წარადგინონ“.

WorldSkills International პროფესიული უნარების მსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული კონკურსია. ის 85-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და ორ წელიწადში ერთხელ იმართება. WorldSkills International-ის მისიაა, ხელი შეუწყოს პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას მსოფლიო მასშტაბით. საქართველო WorldSkills-ს 2012 წელს შეუერთდა და დღეს უკვე მისი სრულუფლებიანი წევრია.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.