სტატია
  1. სექტემბრის დინამიკა არაერთგვაროვანია, თუმცა საერთო სურათი უცვლელია
  2. თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
  3. თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
  4. უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი გაუშვა. ინფორმაცია უკრაინულ Telegram-არხებზე ვრცელდება
  5. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  6. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  7. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  8. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
"ველოდებით საქართველოს მთავრობისგან პასუხს და მეტი ქმედებებისთვის მოვუწოდებთ, რათა რუსეთმა გვერდი არ აუაროს ჩვენს სანქციებს"
მსოფლიო

"ველოდებით საქართველოს მთავრობისგან პასუხს და მეტი ქმედებებისთვის მოვუწოდებთ, რათა რუსეთმა გვერდი არ აუაროს ჩვენს სანქციებს"

„დავადასტურეთ, რომ წერილი გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას. ის საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს ეხება, რათა არ დაუშვას ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა. ამასთან დაკავშირებით ყველა ქვეყანასთან ვართ ჩართული, რაც ჩვენი უფრო ფართო, გლობალური წვდომის ნაწილია.

ჯერ კიდევ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან პასუხს და მეტი ქმედებებისთვის მოვუწოდებთ, რათა რუსეთმა გვერდი არ აუაროს ჩვენს სანქციებს, რომლებიც მუშაობს, ვინაიდან რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს მათთვის გვერდის ავლას”, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა, რითაც განმარტა, თუ რას ეხებოდა საქართველოსთვის გაგზავნილი წერილი.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ იგი მადლობას უხდიდა ქართულ ოცნებას. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს იყო გაფრთხილების წერილი იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ დაეხმაროს რუსეთს, სანქციების გვერდის ავლაში.