სტატია
  1. Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
  2. პოლიეთილენიდან ეკოშეფუთვამდე: როგორ შეიცვალა ქართული ბაზრის სტანდარტები
  3. PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა - კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში
  4. გერმანიის საბიუჯეტო კომიტეტმა 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის საერთო მოცულობა 139 მილიარდ ევროს აჭარბებს
  5. თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
  6. Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  7. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 590 სამხედრო დაკარგა
  8. „გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
“ვაიზერმა” ტურისტულ სექტორს სამოგზაურო პოლისების ახალი პლატფორმა წარუდგინა
ბიზნესი

“ვაიზერმა” ტურისტულ სექტორს სამოგზაურო პოლისების ახალი პლატფორმა წარუდგინა

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერმა”, საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან ერთად ტურისტულ სექტორის კომპანიებს სამოგზაურო დაზღვევის ახალ პლატფორმა წარუდგინა.

17 თებერვალს სასტუმრო “არტიზან დიზაინ ჰოტელში” გამართულ შეხვედრას საქართველოს 100-მდე კერძო ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სოფიო ლებანიძემ და გენერალურმა დირექტორმა მაია კალანდაძემ სტუმრებს სპეციალურად ტურიზმის სექტორის კომპანიებისთვის პოლისების მართვის ახალი პლატფორმა წარუდგინეს.

“2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კანონმდებლობით სავალდებული გახდა უცხოელი ვიზიტორების ჯანმრთელობის დაზღვევა. ცოტა ხნის წინ, სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემომრანდუმი გაფორმდა, რაც საშუალებას იძლევა ვიზიტორებს გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ ოპერატიულად და სწრაფად”-განაცხადა მაია კალანდაძემ.  

“საქართველოს ტურიზმის სექტორის კომპანიებს წარვუდგინეთ პოლისების მართვის ახალი პლატფორმა, რომელიც გათვლილია როგორც შემომსვლელი, ასევე გამსვლელი ტურისტების მომსახურებაზე. პლატფორმა საშუალებას იძლევა ყველა ტურისტმა ისარგებლოს “ვაიზერის” ისეთივე მაღალი ხარისხის და ოპერატიული ჯანმრთელობის სერვისებით, როგორც საქართველოს 100 ათასზე მეტმა დაზღვეულმა 16 წლის მანძილზე. მარტივი, სწრაფი და ციფრული სერვისი საქართველოს ტურისტულ კომპანიებს დაეხმარება ტურისტებს შესთავაზონ მაღალი ხარისხის სადაზღვევო პროდუქტი, საქართველოს ლიდერი სამედიცინო ჰოლდინგის PSP ჯგუფის წევრი კომპანია “ვაიზერისგან” - განაცხადა სოფიო ლებანიძემ.  

“საქართველოს ტურიზმის ასოციაციასა და სადაზღვევო კომპანია “ვაზიერს” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამ ორ სექტორს შორის ორმხრივად საინტერესო პროექტების შექმნასა და განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ახალი ციფრული პლატფორმა სპეციალურად ტურისტული კომპანიებისთვის შეიქმნა, რაც თავის მხრივ მათ საქმიანობასაც უფრო სწრაფს და ოპერატიულს გახდის. დღეს პირველი ასეთი პროდუქტის წარდგენა მოხდა და სასიამოვნოა, რომ ტურიზმის სექტორის დიდი ინტერესი გამოიწვია” - განაცხადა ნატალია კვაჭანტირაძემ, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თამჯდომარემ.

შეხვედრის დამსწრე სტუმრებს საშუალება მიეცათ სასტუმრო “არტიზან დიზაინ ჰოტელის” განსაკუთრებული შეთავაზებით იაკობ ნიკოლაძის მუზეუმი დაეთვალიერებინათ.

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერი”, საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან ერთად, ტურიზმის სექტორის გაძლიერებისთვის ბევრ საინტერესო პროდუქტის წარდგენასა და აქტივობას გეგმავს.