სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
„ვადას რაც შეეხება - ალბათ, მინიმალური ვადა 6 თვე იქნება" - ზვიად გაბისონია სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებაზე
საზოგადოება

„ვადას რაც შეეხება - ალბათ, მინიმალური ვადა 6 თვე იქნება" - ზვიად გაბისონია სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებაზე

„ვადას რაც შეეხება - ალბათ, მინიმალური ვადა 6 თვე იქნება, თუმცა ის, შეიძლება, გასაგები მიზეზების გამო, გაგრძელდეს. რეორგანიზაციის პროცესის ვადაში ჩაკეტვა, ზოგადად, არსად ხდება, შესაბამისად, შესაძლებელია, პროგრამების დადარების ნაწილში იყოს პრობლემა, ასევე, ძალიან ბევრი პრობლემა იქნება საოპერაციო ნაწილში. გუშინ გვქონდა ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ამაზე საუბარი და გვაჩვენეს ისეთი ტიპის ტექნიკური გამოწვევები, რომლებიც სამინისტროს პოზიციიდან შეიძლება დეტალებში არ ჩანდეს.

ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ. მინისტრი ქვეყანაში არ იმყოფება, ის ვიზიტით, იერუსალიმშია წასული. ვფიქრობთ, ის პარასკევისთვის უკვე ქვეყანაში იქნება და საშუალება გვექნება შეხვედრები მყისიერად მოვაწყოთ. ასევე, შესაძლებელია, პრემიერ-მინისტრთანაც.

მოკლედ, ეს კონსულტაციები გრძელდება. დღეს მე ვხვდები თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და შესაბამისად, საშუალება გვექნება, რომ თსუ-ს თვალსაზრისიც მოვისმინოთ თავიდან ბოლომდე. გუშინდელის მსგავსად, მოვინიშნავ ყველა საკითხს და მინისტრის დაბრუნებისთანავე, მათ ექნებათ პასუხები გაცემული" - განაცხადა გივი მიქანაძის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებასთან დაკავშირებით განათლების კომიტეტის სხდომაზე.