სტატია
  1. სექტემბრის დინამიკა არაერთგვაროვანია, თუმცა საერთო სურათი უცვლელია
  2. თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
  3. თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
  4. უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი გაუშვა. ინფორმაცია უკრაინულ Telegram-არხებზე ვრცელდება
  5. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  6. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  7. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  8. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
უკრაინამ რუსული იშვიათი საარტილერიო სისტემა 2S44 Гиацинт-К გაანადგურა
სოც. მედია

უკრაინამ რუსული იშვიათი საარტილერიო სისტემა 2S44 Гиацинт-К გაანადგურა

უკრაინამ რუსული იშვიათი საარტილერიო სისტემა 2S44 Гиацинт-К გაანადგურა, რაც ომის განმავლობაში ამ სისტემაზე დარტყმის მხოლოდ მეორე დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ გამოცემა Militarnyi იუწყება.

შედარებით ახალი 152 მმ-იანი საარტილერიო სისტემა დამონტაჟებულია ოთხღერძიან BAZ-6010-027 (8×8) თვლიან შასიზე. მისი კონსტრუქცია საბჭოთა წარმოების 2A36 Гиацинт-B-ს ბუქსირებადი ქვემეხის საარტილერიო ნაწილს მობილურ პლატფორმასთან აერთიანებს. Гиацинт-К-ს შეუძლია სტანდარტული მსხვრევად-ფუგასური ჭურვების სროლა დაახლოებით 30.5 კილომეტრის მანძილზე. აქტიურ-რეაქტიული საბრძოლო მასალა კი მის სროლის მანძილს დაახლოებით 33.1 კილომეტრამდე ზრდის.

თვლიანი შასი სისტემას გზებზე ტრადიციულ მუხლუხოიან არტილერიასთან შედარებით მეტ მობილურობას ანიჭებს, რაც მას საშუალებას აძლევს განავითაროს 80 კმ/სთ-მდე სიჩქარე. ეს მობილურობა იმისთვისაა გათვლილი, რომ რუსულმა ეკიპაჟებმა ცეცხლის გახსნა და პოზიციის სწრაფად შეცვლა შეძლონ, სანამ უკრაინული ძალები საპასუხო დარტყმას განახორციელებენ.