სტატია
  1. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
  2. Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
  3. პოლონეთი უკრაინას კიდევ ორ MiG-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს
  4. თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
  5. “საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
  6. საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
  7. უკრაინელებმა რუსეთში, ტულის ოლქში, ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
  8. სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
"უდიდეს სიწმინდეზე, კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმით, პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე უარესი ბარბაროსების სიაში"
სოც. მედია

"უდიდეს სიწმინდეზე, კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმით, პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე უარესი ბარბაროსების სიაში"

"ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეზე, კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმით, პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე უარესი ბარბაროსების სიაში.

ის საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს.

მე-13 საუკუნეში ურდოდან დაწყებული, მე-20 საუკუნეში ნაცისტებითა და ბოლშევიკებით დამთავრებული, კიევის წმინდა ადგილები არაერთხელ გამხდარა ბარბაროსული თავდასხმების სამიზნე.

ახლა ჩვენ საქმე გვაქვს რუს ტერორისტებთან, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში უკვე აჯობეს ISIS-საც კი. მხოლოდ რუს ნაძირლებს, რომელთათვისაც არაფერია წმინდა, შეუძლიათ გამიზნულად დააზიანონ კიევ-პეჩერის ლავრა, იუნესკოს მემკვიდრეობის უნიკალური ობიექტი, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება.

ჩვენ სასწრაფოდ ვაინიცირებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოს ფარგლებში და ვიყენებთ ყველა სხვა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოვითხოვოთ დაუყოვნებელი და ადეკვატური პასუხი ამ სახელმწიფო ბარბაროსობაზე.

ველოდებით მტკიცე რეაქციას საერთაშორისო ინსტიტუციებისა და დედაქალაქებისგან. არანაირი ბუნდოვანი სიტყვები, დუმილი ან სუსტი ნაბიჯები. რუსული ბარბაროსობის შესაჩერებლად კონკრეტული ქმედებებია საჭირო" - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სიბიჰა და ფოტოს აქვეყნებს.