სტატია
  1. ტექ ოლიმპიადების ჰაბის - Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
  2. თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
  3. „ჩვენთვის ცოტა უცნაურია პერიოდული განცხადებების მოსმენა ჩრდილოეთიდან სომხეთის წინააღმდეგ მომზადებულ მითიურ თავდასხმებზე"
  4. "მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში: პაკისტანსა და ინდოეთს, ირანსა და ისრაელს, რუსეთსა და უკრაინას შორის"
  5. "მოვუწოდებ ირანის ხელმძღვანელობას, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, შეწყვიტოს აგრესია და ბირთვული პროგრამა"
  6. თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო - გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
  7. N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
  8. "მე ვუთხარი: თუ ამას იზამთ, ჩვენ თქვენ ძალიან ცუდად მოგექცევით"
"თუ როგორმე ვითარება არ შეიცვალა, საქართველოს მოქალაქე ვერასოდეს გაიმართება წელში" - გიორგი კაპანაძე
საზოგადოება

"თუ როგორმე ვითარება არ შეიცვალა, საქართველოს მოქალაქე ვერასოდეს გაიმართება წელში" - გიორგი კაპანაძე

"სხვადასხვა თემებით, კვლავ გავბლარეთ ორი ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ ევროპული მომავალს, არამედ, დემოკრატიის უმცირესი ბაზისის სრულად გაუქმებას.

1. ევროკომისიის დასკვნით გვითხრეს, რომ ოცნების პირობებში, ქართველი ხალხი სამუდამო სიღატაკისთვის და ჩაგვრისთვის არის განწირული.

2. საკონსტიტუციო სარჩელით გვეუბნებიან, რომ საქართველოში დემოკრატიის ფორმალური მხარეც აღარ იარსებებს.

ეს ორი ამბავი, მოკლევადიან პერსპექტივაში, იზოლაციური და რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერებას ნიშნავს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ბოლომდე გაუქმება-გაქრობას.

თუ როგორმე ვითარება არ შეიცვალა, საქართველოს მოქალაქე ვერასოდეს გაიმართება წელში. ხოლო, ნებისმიერი მცდელობა, თქვა სიმართლე ან გამოხატო პოზიცია, სასტიკად იქნება დასჯილი და ჩახშობილი, როგორც ქუჩაში, ისე აკადემიურ წრეებში, ბიზნესსა თუ სახელმწიფო სტრუქტურებში.

თუ ასე გაგრძელდა, ვეღარავინ იგრძნობს თავს დაცულად - ვერც ჩუმად მყოფი „შუაშისტი“ და ვერც „კარგად“ მყოფი „პოლიტიკაში არ ვერევი“.

გადაუჭარბებლად შეიძლევა ვთქვათ, რომ ეს, ყოფნა-არყოფნის საკითხია. როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის, ისე თითოეული ჩვენგანის ფიზიკური არსებობის თემა...

ამ დროს კი, ერთი და იგივე სახეები, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე, სულ სხვა საკითხებზე ესაუბრებიან ხშირად ხალხსაც აღარ - საკუთარ თავს - სტუდიებიდან.

არანაირი აქცენტი გამოსავალზე, მხოლოდ არაფრისმომცემი, მშრალი ფრაზები...

მათდამი პატივისცემით მინდა ვთქვა: ბევრზე უკეთ იცის ქართველმა ხალხმა, რომ ესენი შესაცვლელები არიან.

ამიტომ, თუ შეგიძლიათ, გზა შემოგვთავაზეთ...

ყველანი უფსკრულის პირას ვდგავართ და რეალური დისკუსია მაინც გავხსნათ იმაზე, როგორ გადავრჩეთ...

ვითარების სიმძიმე, ბევრზე მეტად გაცნობიერებული აქვთ იმ ახალგაზრდებსა თუ მთ მშობლებს, რომლებიც ჯარიმებს, პატიმრობას არ უშინდებიან და იბრძვიან - საქართველოსთვის." - წერს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, იურისტი გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში.