სტატია
  1. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  2. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  3. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  4. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  5. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  6. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  7. გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
  8. დრონები გაშვებულია რუსეთის არაერთი ოლქის, მათ შორის ბელგოროდის, ვორონეჟის, ლიპეცკის, ორლოვისა და კურსკის მიმართულებით
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ბიზნესი

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

დღეიდან თიბისი და Visa Glovo-ს კურიერებს ექსკლუზიურად მათთვის შექმნილ საგადახდო ბარათს - „Glovo-ს პარტნიორის ბარათი“- შესთავაზებენ.

Glovo-ს კურიერების საჭიროებებზე მორგებული ერთობლივი ბარათის ოფიციალური პრეზენტაცია, რომლის ანალოგიც საქართველოს ბაზარზე ჯერ არ შექმნილა, 21 სექტემბერს, სასტუმრო რუმსის საკონფერენციო სივრცეში გაიმართა.

Glovo საქართველოში მოთხოვნის შესაბამისად მიწოდების უდიდეს ქსელს მართავს, რომელსაც ყოველთვიურად 5,000-ზე მეტი აქტიური პარტნიორი კურიერი ემსახურება. აღნიშნული ბარათი მათ შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ მეტი სარგებელი ყოველდღიური გადახდებისგან.

პარტნიორის ბარათით Glovo-ს კურიერები შეუფერხებელ საბანკო მომსახურებასთან ერთად, მათი საქმიანობისთვის აუცილებელ პროდუქტებსა და მომსახურებებზე მუდმივი ფასდაკლებებითა და ქეშბექებით ისარგებლებენ, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

„თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ საბანკო პროდუქტები, არამედ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას რეალურად ამარტივებს. ექსკლუზიურად Glovo-ს პარტნიორი კურიერებისთვის შექმნილი ბარათი სწორედ ამ მიდგომის მაგალითია.

გვჯერა, რომ ასეთი თანამშრომლობები ხელს უწყობს თანამედროვე საბანკო გამოცდილების განვითარებას და მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას“, - სანდრო რთველაძე, თიბისის საცალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

Glovo-ს კურიერებისთვის პარტნიორის ბარათი უკვე ხელმისაწვდომია და მისი შეკვეთა შესაძლებელია Glovo Rider აპლიკაციიდან. ბარათი ემატება თიბისი მობაილბანკს და  გამოიყენება Apple Pay და Google Pay გადახდებისთვისაც.