სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
  2. ორბანის თანაგუნდელმა, პეტერ სიიარტომ, პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. ის ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში BYD იწყებს მუშაობას
  3. "ყველა პრემიერ მინისტრმა იცის, როდესაც ჩირაღდანს ხელში აიღებს, დადგება დღე, როდესაც მას სხვებს გადასცემს, ეს დღე ჩემთვის დადგა"
  4. მედია: თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება იჰორ კლიმენკო, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს
  5. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
  6. "რასაც უკრაინული რეჟიმი აკეთებს, მეკობრეობაც კი აღარ არის"
  7. უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად რუსული фсб-ის საპატრულო გემის განადგურება თანამგზავრული ფოტოებით დადასტურდა
  8. EU-მ მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების  შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმისფინედუსინიციატივის ფარგლებშიმოიწვიე ფინედუ კლასში“, თიბისის თანამშრომლები ფინედუს დესპანების როლში ჩაერთნენ და სკოლის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების ინტერაქციული შეხვედრები ჩაატარეს. პროექტის მიზანია, ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება და პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში თიბისის წარმომადგენლები ქობულეთის, ბათუმის, დაბა ჩაქვისა და რუსთავის 11 სკოლას 270 მოსწავლეს შეხვდნენ. ინტერაქციული ფორმატის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ლარის ისტორიას, მონაწილეობა მიიღეს ფინანსური განათლების თემაზე შემეცნებით თამაშებში და საჩუქრად მიიღეს მათ ასაკზე მორგებული საგანმანათლებლო კომიქსები.

შეხვედრების ფარგლებში, თიბისის წარმომადგენლები, მოსწავლეებს ესაუბრნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ფულის გონივრული მართვა, დაზოგვის მნიშვნელობა, გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის ფინანსური მზადყოფნა, ფინანსური მიზნების დასახვა და მიღწევა, ასევე, ფინანსური უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები. შეხვედრების მიზანი იყო, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეთ დამოუკიდებლობისა და ფულთან სწორი ურთიერთობის უნარები.

თიბისისთვის ფინანსური განათლების ხელშეწყობა კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ბრენდი აქტიურად მონაწილეობს ინიციატივებში, რომლებიც ბავშვებსა და ახალგაზრდებს ფინანსური ცოდნის გაღრმავებასა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებაში ეხმარება.

პროექტიმოიწვიე ფინედუ კლასშიფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმაფინედუსორგანიზებით, პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით ხორციელდება.

ფულის გლობალური კვირეული (Global Money Week) 2012 წლიდან მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში იმართება და მისი მიზანია ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო განათლების პოპულარიზება. საქართველოში ინიციატივას საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუ, პარტნიორებთან ერთად, 2026 წელს უკვე მეთორმეტედ შეუერთდა. წლევანდელი კამპანია ახალგაზრდებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბრის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და მათ ფინანსურად გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.