სტატია
  1. თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
  2. PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
  3. პოლონეთმა რუსეთის კალინინგრადის ოლქის საზღვართან სპეციალური პრევენციული უსაფრთხოების ოპერაცია დაიწყო
  4. სექტემბრის დინამიკა არაერთგვაროვანია, თუმცა საერთო სურათი უცვლელია
  5. თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
  6. თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
  7. უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი გაუშვა. ინფორმაცია უკრაინულ Telegram-არხებზე ვრცელდება
  8. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
თიბისის მობაილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ბიზნესი

თიბისის მობაილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

თიბისის ინვესტიციების პლატფორმას ახალი საინვესტიციო ბაზარი – ლონდონის საფონდო ბირჟა დაემატა. ამერიკული ბაზრების შემდეგ, ახლა მომხმარებლებს პირდაპირ მობაილბანკიდან შეუძლიათ ინვესტირება TBC PLC-ის, სხვა ქართული და გლობალური კომპანიების აქციებში, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი

თიბისი პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირების შესაძლებლობას პირდაპირ მობაილბანკში სთავაზობს. ახლა მომხმარებლებს ამერიკისა და ლონდონის ბაზრებზე წარმოდგენილ კომპანიებში ინვესტირება ერთი საინვესტიციო პლატფორმიდან შეუძლიათ.

ლონდონის ბირჟაზე ხელმისაწვდომია ისეთი ცნობილი კომპანიების აქციები, როგორებიცაა Aston Martin, Asos, Burberry, Rolls-Royce Holdings და სხვა.

თიბისის საინვესტიციო პლატფორმაზე ანგარიშის გახსნას ერთ წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. დღეს საინვესტიციო პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ამერიკულ აქციებთან და ETF-ებთან ერთად, ლონდონის ბაზრის დამატებით საინვესტიციო შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა.

ლონდონის საფონდო ბირჟის დამატება კიდევ ერთი ნაბიჯია თიბისის მიზნისკენ – ინვესტირების პროცესი მომხმარებლისთვის უფრო მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გახადოს.

აღმოაჩინეთ ლონდონის საფონდო ბირჟა პირდაპირ მობაილბანკში: https://app.tbcbank.ge/YiId/vmpjqmpc

გაითვალისწინეთ, ეს არ არის ფინანსური რჩევა.