სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

19,20,21 ივნისს, თბილისმა, უკვე მეორედ უმასპინძლა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2026 და რეგიონის ტექნოლოგიური ეკოსისტემა კიდევ ერთხელ გააერთიანა.

სამი დღის განმავლობაში, საქართველოს დედაქალაქი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტექნოლოგიური ეკოსისტემების შეხვედრის ადგილად იქცა, სადაც თავი მოიყარეს ინოვაციების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს ლიდერებმა, ინვესტორებმა, მეწარმეებმა და პროფესიონალებმა.

თიბისი, როგორც ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, GTWT-ის მთავარი მხარდამჭერია. ღონისძიებაზე თიბისის ტექ.გუნდის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს იმის შესახებ, თუ როგორ სჯერათ და ქმნიან ინოვაციას თიბისი ტექში.

ღონისძიებაზე, არჩილ ვარდიძემ (თიბისის დიზაინის მთავარმა ოფიცერმა), გიორგი კინწურაშვილმა (ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერმა), გუგა ბურდულმა (ციფრული ანალიტიკის ლიდერმა), ალექსანდრე შაფათავამ (ეჯაილ ქოუჩმა) სხვადასხვა სცენიდან ისაუბრეს ინოვაციების მართვაზე, დიზაინის გავლენაზე ბიზნესზე, ასევე, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც თიბისი პარტნიორი კომპანიებისთვის ქმნის. 

20 ივნისს, GTWT-ის მთავარი კონფერენცია Factory Tbilisi-ში გაიმართა. დამსწრეებმა მოისმინეს დისკუსიები ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ფინტექის, Web3-ის, დიზაინის, პროდუქტის განვითარების, გეიმინგის, ურბანული ინოვაციებისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ. სპიკერებს შორის იყვნენ ისეთი საერთაშორისო ბრენდებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Google, Apple, Revolut, Nike და Fuckup Nights და სხვა.