სტატია
  1. თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
  2. თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
  3. Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
  4. თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
  5. მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  6. „არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  7. მართე გზავნილი შენი წესებით - მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
  8. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 420 სამხედრო დაკარგა
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის

თიბისი ტექსკოლა მთელი საქართველოდან, 9-12 კლასის მოსწავლეებს, აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ, ონლაინ ფორმატში შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიები, პრაქტიკაში გამოცადონ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი და ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინონ ის მიმართულებები, რომლებიც მათ მომავალ კარიერას განსაზღვრავს.

თიბისი ტექსკოლა ახალ ეტაპზე გადადის, შემოდგომის სემესტრს სრულად ახალი მიდგომით იწყებს და სწავლების ყველა მიმართულებაში AI First პრინციპს ნერგავს. თუ ტრადიციული სწავლება ხშირად თეორიიდან და ცალკეული ტექნიკური ელემენტებიდან იწყება, ტექსკოლაში პროცესი საბოლოო შედეგის წარმოდგენით იწყება. მოსწავლეები პირველივე ეტაპიდან რეალურ პროექტებზე მუშაობენ და ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ არა უბრალოდ საძიებო ინსტრუმენტად, არამედ ასისტენტად და პარტნიორად - იდეების განვითარებაში, პრობლემების გადაჭრასა და პროექტის შექმნაში.

შემოდგომის სემესტრზე ტექსკოლა ორ ეტაპად აცხადებს უფროსკლასელების მიღებას და ჯამში 5 კურსს სთავაზობს  მსურველებს. 3 პროგრამაზე მიღება დაიწყო და რეგისტრაცია 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება:

 

5 ოქტომბრიდან კი რეგისტრაცია გაიხსნება შემდეგ კურსებზე:

  • Python ხელოვნური ინტელექტისთვის
  • ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე

 

პროგრამებს უძღვებიან შესაბამისი სფეროების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თანამედროვე ტექნოლოგიები უშუალოდ ინდუსტრიის გამოცდილი პროფესიონალებისგან ისწავლონ. მათი მხარდაჭერით უფროსკლასელები არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს ეუფლებიან, არამედ ავითარებენ სისტემურ და კრიტიკულ აზროვნებას, პროექტზე მუშაობისა და იდეის რეალურ პროდუქტად გარდაქმნის უნარებს.

თიბისი ტექსკოლის განათლების პროგრამები ხორციელდება „ჯეოლაბთან“ პარტნიორობით.

თიბისი ტექსკოლა უკვე სამი წელია ქმნის შესაძლებლობას, რომ უფროსკლასელებმა ტექნოლოგიური განათლება მიიღონ მთელი საქართველოდან, უფასოდ და ონლაინ. ამ დროის განმავლობაში ტექსკოლის 7 ნაკადს 4 500-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.

თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის.