სტატია
  1. თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
  2. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  3. AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
  4. თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
  5. სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
  6. Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
  7. მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
  8. თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
ბიზნესი

თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს

6 ივლისიდან, თიბისი ბანკის საცალო ბიზნესის მიმართულებას სანდრო რთველაძე უხელმძღვანელებს, რომელიც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს (ეროვნული ბანკის დასტურის შესაბამისად).  

სანდრო რთველაძე გუნდს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილებით უერთდება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისის სტრატეგიულ მიმართულებას - საცალო ბიზნესის მართვას და ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას.

სანდრო თიბისის შემოუერთდა ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ჯგუფი OTP-ს აღმასრულებლის პოზიციიდან. დღეს იგი OTP Uzbekistan (Ipoteka Bank) -ის გენერალური დირექტორია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ტოპ 5 ბანკში შედის. სანდროს აქვს მრავალწლიანი წარმატებული კარიერა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოში ის მუშაობდა ლიბერთი ბანკში, სადაც ბოლო წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის  მოადგილის პოზიციას საცალო ბიზნესის მიმართულებით. შემდეგ მან კარიერა უკვე საერთაშორისო მიმართულებით გააგრძელა და მუშაობდა აფრიკულ ბანკ Bayport-ში, სადაც, ციფრული პროცესების დანერგვით მიაღწია საცალო დაკრედიტების მასშტაბურ ზრდას. აფრიკის შემდეგ,  ის შეუერთდა  OTP ჯგუფს, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მსხვილ საბანკო გაერთიანებას, რომლის  მთლიანი აქტივები, 2025 წლის ბოლოს 113.6 მილიარდ ევროს შეადგენდა.  

„სანდრო ჩვენს გუნდს მნიშვნელოვანად  გააძლიერებს. მისი საერთაშორისო გამოცდილება უნიკალურია თიბისის მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაში.“ - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.