სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს (TAB) მეხუთე გამოცემა 25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება. „სიცარიელის გეოგრაფია“ ასე ეწოდება წლევანდელ ბიენალეს, რომელიც სიცარიელეს არა მხოლოდ სივრცის არყოფნად, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებად განიხილავს.

ბიენალეს ტრადიციული მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი, რომელიც წლებია თანმიმდევრულად უწყობს ხელს საქართველოში კულტურის განვითარებას და თანამედროვე ხელოვნების, არქიტექტურისა და შემოქმედებითი სფეროების გაძლიერებას.

ბიენალეს პროგრამა აერთიანებს გამოფენებს, საჯარო საუბრებს, ვორქშოფებსა და კონკრეტულ ადგილებთან დაკავშირებულ შემოქმედებით პროექტებს. მონაწილეები გაეცნობიან დაცარიელებული სოფლებისა და რეგიონების, მიგრაციის, ომითა და ეკოლოგიური კატასტროფებით დაზარალებული სივრცეების, ასევე თანამედროვე ურბანული განვითარების შედეგად წარმოქმნილი ახალი „სიცარიელეების“ ისტორიებს.

წლევანდელი გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არქიტექტურას, როგორც სოციალური ცვლილებების მატერიალურ კვალს. სიცარიელის გეოგრაფიის ფარგლებში ადგილობრივი ტრადიციული არქიტექტურა წარმოდგენილია როგორც სივრცითი ცოდნის სისტემა, რომელიც კლიმატის, მასალებისა და სოციალური ურთიერთობების შესახებ დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება და სცდება მის მხოლოდ ნოსტალგიურ აღქმას. ამ პერსპექტივიდან ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება ეს ცოდნა იქცეს თანამედროვე, კონტექსტისგან დაცლილი და კაპიტალზე ორიენტირებული არქიტექტურის ალტერნატიულ რესურსად?

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და წლებია, თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანული საკითხების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიულ დიალოგს ქმნის. 2023 წელს ბიენალემ ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონიც წარადგინა.

„სიცარიელის გეოგრაფია“ თბილისში, ღია სივრცეში, ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში გაიმართება. ბიენალეს სრული პროგრამა და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ვებგვერდზე.