სტატია
  1. "დაანონსებული ცვლილებები არის აზრის ჩახშობის ბრუტალური მცდელობა, რომელიც აბსოლუტური უფლებაა და მისი შეზღუდვა დაუშვებელია"
  2. "ირანი მზადაა მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება"
  3. "სინამდვილეში, დღეს ვაბრუნებთ იმ იდეას, რომელიც ივანე ჯავახიშვილს ჰქონდა ერთი დიდი ქართული უნივერსიტეტის გარშემო"
  4. "ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას მშვიდობის მისაღწევად და უსაფრთხოების გარანტირებისთვის"
  5. "ამ დროისთვის, ირანისკენ ბევრი ჩვენი ძალიან დიდი, ძალიან ძლიერი გემი მიცურავს"
  6. რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში - „თეგეტას“ სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს
  7. "შეზღუდული დარტყმა - ეს ილუზიაა. ამერიკის ნებისმიერი აქტივობა, ნებისმიერი წყაროდან, ომის დასაწყისად ჩაითვლება"
  8. Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირანულმა მხარემ ვაშინგტონის მოთხოვნების ნაწილი უარყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წელს კახეთი მეცხრედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულებში, 11 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელ ფესტივალში მსოფლიოს გამოჩენილ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობას 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს.

13:00 | ღვინის დეგუსტაცია.

14:00 და 16:00 | ამფითეატრის სცენა დაეთმობა იტალიურ ჯგუფს სალთ ფინათსი (SALT PEANUTS), რომლის სპეციალური სტუმარი მომღერალი რეიჩელ დოუ (RACHEL DOE) იქნება.

Salt Peanuts Show გთავაზობთ დაუვიწყარ მუსიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს მოგზაურობისა და ცოცხალი შესრულების უნიკალურ სინთეზს. შოუ მსმენელს მუსიკის სხვადასხვა ეპოქასა და ჟანრში ამოგზაურებს: ლეგენდარული ლუი არმსტრონგისა და ლუი პრიმას ჯაზ-სვინგით დაწყებული, ელვის პრესლის, როი ორბისონისა და ჯერი ლიუისის როკ ენ როლით დამთავრებული; დამატებული იტალიური მუსიკის ელემენტები, ფრედ ბუსკალიონეს ირონიული სტილი, რენატო carosone-ს ენერგიულობა და ადრიანო ჩელენტანოს სახასიათო შესრულება, ყველაფერი ეს ერთად ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს და კიდევ უფრო ამდიდრებს შოუს დინამიკას.

შოუს პარალელურად ფესტივალის სტუმრებს, იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო მუსიკის ფონზე, ტრადიციულად იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.

19:00 | სადღესასწაულო განწყობას, ბოლრუმში, გააგრძელებს ჯაზის ამომავალი ვარსკვლავი პიანისტი და მომღერალი ფრანჩესკა ტანდოი (FRANCESCA TANDOI TRIO) თავისი ტრიოთი. იტალიელი მუსიკოსი კრიტიკოსებისა და კოლეგების მხრიდან აღიარებულია, როგორც ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ახალგაზრდა ტალანტი. სულ რამდენიმე წელიწადში მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც მსოფლიო დონის პიანისტმა და ვოკალისტმა.

21.00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგება ამერიკელი ბასისტი ნიკ ვესთი (NIK WEST)

ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ ფრომოუშენსი“

ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი. ოფიციალური სპონსორია ვიზა.

სპონსორები: პორშე, თეგეტა, ისი პარი. მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია და საქართველოს კულტურის სამინისტრო; კომპანია ალმა და Homeland of Wine Magazine.  მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი.

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე. თიბისის კონცეპტ Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.