სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

თიბისი კაპიტალი პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა და უზბეკეთში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ლიცენზირებული შუამავალია.

უზბეკეთის საფონდო ბირჟის წევრის სტატუსის მოსაპოვებლად თიბისი კაპიტალმა სრულად დააკმაყოფილა ადგილობრივი რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნები. შედეგად, კომპანიამ სრული ლიცენზირება მიიღო, რაც საშუალებას აძლევს, უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე ინვესტორებს სრულფასოვნად მოემსახუროს.

ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრობა ინვესტორებისთვის ნიშნავს, პირდაპირ წვდომას კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე - აქციებსა და ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიან ქაღალდებზე, როგორც პირველადი განთავსებების, ისე მეორადი ბაზრის ფარგლებში. აღნიშნული შესაძლებლობები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კორპორატიული ინვესტორებისთვის, მათ შორის, საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონული დივერსიფიკაციით.

„ტაშკენტის საფონდო ბირჟაზე თიბისი კაპიტალის წევრობა ინვესტორებს უხსნის რეალურ და ხელშესახებ ახალ შესაძლებლობებს - უფრო ფართო წვდომას უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე, მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებსა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკაზე. ჩვენი ჩართულობით რამდენიმე ადგილობრივმა ემიტენტმა წარმატებით განახორციელა ობლიგაციების ემისია. თიბისი კაპიტალის მიზანია, მსგავს საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომა იყოს მარტივი, უსაფრთხო და გამჭვირვალე, რათა ინვესტორებმა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი სტრატეგიების ეფექტიანად რეალიზება”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.