სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
თიბისი GAIA-სთან ერთად მოსწავლეებს AI საოლიმპიადო კურსებს სთავაზობს
ბიზნესი

თიბისი GAIA-სთან ერთად მოსწავლეებს AI საოლიმპიადო კურსებს სთავაზობს

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის წარმატებით ჩატარების შემდეგ, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, მოსწავლეებისთვის AI საოლიმპიადო კურსი სტარტს უკვე მეორედ იღებს.

 

2025 წლის აგვისტოში, საქართველომ პირველად და წარმატებით წარადგინა ეროვნული AI ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, პეკინში. ქართველმა ოლიმპიელებმა, რომლებიც GAIA-ს ორგანიზებულ მოსამზადებელ კურსს გადიოდნენ, პირველივე წელს, ბრინჯაოს მედლისა და საპატიო სიგელის მოპოვებაც შეძლეს.

 

ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება და ზოგადად, AI პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდა, AI ოლიმპიადის მოსამზადებელი კურსის მთავარი მიზნებია. კურსის ფარგლებში, მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეები, შეძლებენ სრულიად უფასოდ, ონლაინ რეჟიმში შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტი ნულიდან - პროფესიულ დონემდე.

 

საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამირების, წრფივი ალგებრის, კალკულუსის და კლასიკური მანქანური სწავლების საწყისებს. ასევე აქცენტი გაკეთდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - ნეირონული ქსელები, კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშავება. საოლიმპიადო კურსი პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობაზე იქნება ორიენტირებული.

 

AI-ის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია 23 სექტემბერს იწყება და 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ლექციები კი ონლაინ რეჟიმში წარიმართება.

 

კურსის ბოლოს, ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება, სადაც გამარჯვებული გუნდი, 2026 წელს, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI), საქართველოს სახელით წარდგება.

 

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. 2026 წელს ოლიმპიადა აბუ-დაბიში ჩატარდება და ეროვნული ნაკრების შერჩევის ავტორიზაცია კვლავ სწორედ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის აქვს.

 

არ გადადო დარეგისტრირდი ბმულზე.

 

თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ სხვადასხვა მიმართულებით განათლების პროგრამებს სთავაზობს.