სტატია
  1. აზერბაიჯანი მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინას გაზი მიაწოდოს.
  2. ლიეტუვის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ემზადება რომ NATO-ს ყალბი უკრაინული დრონით დაესხას თავს
  3. "ეკატერინგბურგთან რუსული დრონების ქარხნის ხელმძღვანელის ავტომობილი ააფეთქეს. ვლადიმირ ტკაჩუკი მძიმედ დაშავდა, მისი მძღოლი კი მოკვდა"
  4. „საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო - ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
  5. "ბალისტიკური რაკეტების გადამჭრელი სისტემები იმ ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენდა, რომლებიც დღეს დაიღუპნენ"
  6. რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო შენაერთი განთავსდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს
  7. "24 საათის განმავლობაში განადგურებული ან დაზიანებულია მტრის 1 824 სამიზნე"
  8. თიბისის მობაილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია მუდმივად ქმნის და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაში უწყობს ხელს. ამ ხედვის ნაწილია საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბიც - ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიებით, მათემატიკითა და პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეების აღმოჩენას, შერჩევას და საერთაშორისო ასპარეზობებისთვის მათ მომზადებას.

ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც BTU-ს და თიბისის ერთობლივი პროექტია, აერთიანებს მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, აძლევს მათ ცოდნას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გამოცდილებას. თუ აქამდე საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ მოსწავლეთა შედარებით მცირე ნაწილს ჰქონდა, ჰაბი ამ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აფართოებს და ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემას მთელი საქართველოს მასშტაბით უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

გაიცანით ცოტნე ტაბიძე, რომლის ისტორია ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება თვითრწმენამ, ინტერესმა, შრომამ და გარემოს მხარდაჭერამ საერთაშორისო წარმატებამდე მიიყვანოს ახალგაზრდა ადამიანი.

ცოტნეს ისტორია ბავშვობაში მათემატიკისადმი ინტერესით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით, ანდრია რაზმაძის სახ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლისას პროგრამირებით გატაცებაში გადაიზარდა. ეროვნულ ოლიმპიადებზე არაერთი წარმატების შემდეგ, მეცხრე კლასში საქართველოს ნაკრების წევრი გახდა და საერთო ჯამში, ინფორმატიკის და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოთხი ბრინჯაოს, ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა (აქედან 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ინფორმატიკაში). განსაკუთრებული მნიშვნელობა 2010 წელს მოპოვებულ ოქროს მედალს ჰქონდა, რადგან ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოპოვებული პირველი ოქრო იყო.

როცა წლების განმავლობაში რთულ ამოცანებზე მუშაობ, მარცხდები, თავიდან ცდილობ, ნელ-ნელა უმჯობესდები და ბოლოს შედეგს აღწევ, გიყალიბდება თვითრწმენა, რომ საკმარისი მონდომებით და დისციპლინით ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია“ - ცოტნე ტაბიძე.

საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებებმა ცოტნეს გზა გაუხსნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწავლა MIT-ში განაგრძო. დღეს ის აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან ტექ კომპანიაში მუშაობს. ცოტნეს ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დიდი ძალა აქვს განათლებას, შრომასა და შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას.

ტექ ოლიმპიადების ჰაბის მისიაც სწორედ ესაა - მისცეს მსგავსი შესაძლებლობები საქართველოს უფრო მეტ მოსწავლეს ქვეყნის ყველა რეგიონში. ცოტნე თავის გზავნილშიც მომავალ ოლიმპიელებს ეუბნება: არ შეგეშინდეთ და არ იფიქროთ, თითქოს ეს მხოლოდ ვიღაცგანსაკუთრებულად ჭკვიანიბავშვებისთვისაა“.

დიდი წარმატებები ხშირად ინტერესით, აღმოჩენილი შესაძლებლობითა და საკუთარ თავში რწმენით იწყება. რადგან დასაწყისში შესაძლოა რთულად ჩანდეს, ყველაზე მნიშვნელოვანი იმის დაჯერებაა - რომ მონდომებით, ცოდნითა,  შეუპოვრობით და გამბედაობით შეუძლებელიც შესაძლებელია.