სტატია
  1. სექტემბრის დინამიკა არაერთგვაროვანია, თუმცა საერთო სურათი უცვლელია
  2. თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
  3. თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
  4. უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი გაუშვა. ინფორმაცია უკრაინულ Telegram-არხებზე ვრცელდება
  5. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  6. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  7. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  8. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
"სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი ქართუ ჯგუფის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი უძილაურია"
სოც. მედია

"სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი ქართუ ჯგუფის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი უძილაურია"

გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი ქართუ ჯგუფის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი უძილაურია, რომელიც ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო. ინფორმაცია მისი ვინაობის შესახებ  რუსთავი ორმა გაავრცელა.

"ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებას და მათთვის გადაცემას" - განაცხადეს სუსში გამართულ ბრიფინგზე.