სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
"სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნა რომ გვქონდეს, რისი შემსრულებლები არიან? ფართს ვითხოვთ, სადაც მთელი სკოლა გადავა"
საზოგადოება

"სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნა რომ გვქონდეს, რისი შემსრულებლები არიან? ფართს ვითხოვთ, სადაც მთელი სკოლა გადავა"

„გადაკეტილი ქუჩა ერთი მოთხოვნით: „არა ონლაინ სწავლებას“. ჩვენი სკოლა შვიდი თუ რვა წელია შენდება. შეგვიშვებენ, გამოგვიშვებენ ამ სკოლაში. მესამედ გამოგვყარეს სკოლიდან, ვითომ ავარიულიაო. ელოდებიან დასკვნას, კი ბატონო, თუ შენობა ავარიული იყო, გამოვეშვით და ალტერნატიული ფართი მოეცათ ჩვენი შვილებისთვის.

იპოვეს ადვილი გამოსავალი - ონლაინ სწავლება, რომელიც ჩვენი შვილების დაღუპვაა. 21-ე საუკუნეში მრცხვენია ქუჩას ვკეტავ, ფართის შენობის მოთხოვნის გამო. ამხელა ქალაქში ნაძალადევთან ახლოს, 25-ოთახიანი შენობა ვერ მოძებნა სამინისტრომ. რამე სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნა რომ გვქონდეს, რისი შემსრულებლები არიან? ფართს ვითხოვთ, სადაც მთელი სკოლა გადავა. ბოლოს და ბოლოს გვაღირსონ ამ სკოლის აშენება", - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა მეათე საჯარო სკოლისთვის ფართის გამოყოფის მოთხოვნით ცოტნე დადიანის ქუჩა გადაკეტეს.