სტატია
  1. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
  2. პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
  3. თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
  4. თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
  5. Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
  6. თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
  7. მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  8. „არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
ბიზნესი

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ანსამბლჰერიოსრიგით მეორე სოლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ანსამბლის 15-წლიან შემოქმედებით გზას აჯამებს.

საიუბილეო კონცერტის ერთ-ერთი მხარდამჭერიასაირმეს რეკრეაციული ფერმა“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიზნესის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ჩართულობას კულტურული პროექტების განვითარებაში.

ბელა კოხოძე, ,,საირმეს რეკრეაციული ფერმის" მარკეტინგის მენეჯერი: ანსამბლჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტის მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ საკონცერტო საღამო - ეს არის ქართული მუსიკისა და ტრადიციების შენარჩუნების გზა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საზოგადოების კულტურული ცნობიერების ამაღლებაზე.

საირმეს რეკრეაციული ფერმისთვისპრიორიტეტია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ქართული კულტურის განვითარებას ემსახურება. ეს პარტნიორობა აერთიანებს მუსიკალურ ინიციატივებს, საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ სიამაყით ვდგავართჰერიოსგვერდით ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, კულტურისა და შემოქმედებითობის ზეიმია“.

ჰერიო“ 2010 წელს შეიქმნა და მალევე გახდა ფართო საზოგადოებისთვის საყვარელი ანსამბლი. ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების შესრულებითჰერიომმოიპოვა მსმენელის სიყვარული როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სოლო კონცერტის პროგრამა სპეციალურად იუბილესთვის შეიქმნა და მოიცავს როგორც ახალ ნამუშევრებს, ისე ყველასათვის ცნობილ და საყვარელ სიმღერებს. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია დუეტებიც, რაც საღამოს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

კონცერტში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო გელაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ქეთი ქართველიშვილი, ანა ღლონტი, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და ანსამბლიშვიდკაცა“. ანსამბლს ასევე შეუერთდება კამერული ორკესტრი და ინსტრუმენტული ბენდი.

ნიკოლოზ კირვალიძე, ანსამბლჰერიოსხელმძღვანელი: ჩვენს სოლო კონცერტზე საგანგებოდ შერჩეულ პროგრამას წარვადგენთ. ეს იქნება ახალი და ძველი სიმღერების, დუეტებისა და იმ გამოცდილების სინთეზი, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვეთ.

განსაკუთრებულად გამოვყოფ პარტნიორების თანადგომას. „საირმეს რეკრეაციული ფერმისმხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ ჩართულობას არ გულისხმობს - ის აერთიანებს ნდობას, მეგობრობასა და საერთო მიზნისკენ, კერძოდ, ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ სვლას“.

ანსამბლჰერიოსკონცერტი 29 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.