სტატია
  1. ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  2. როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
  3. თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
  4. თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
  5. რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  6. “ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
  7. თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
  8. შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო - ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო - ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

მობაილბანკში „საგანძურის მარათონი“ ახალ ეტაპზე გადავიდა. ახალი თვე ნიშნავს ახალ ციკლს, ახალ გამარჯვებულებს და ახალ შესაძლებლობებს მათთვის, ვისაც მონეტების დაგროვება, ლიდერბორდზე დაწინაურება და ფულადი პრიზების მოპოვება სურს.

„საგანძურის მარათონი“ ერთჯერადი თამაში არ არის - ეს არის თავგადასავალი, სადაც ყოველი ახალი თვე მონაწილეებს თავიდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ კონკურენციაში, შეასრულონ ახალი მისიები და იბრძოლონ როგორც ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური პრიზებისთვის, ისე მთავარი საპრიზო ფონდისთვის.

თამაშის ჯამური საპრიზო ფონდი 250 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, უკვე 160 გამარჯვებული გამოვლინდა და ჯამში 94 000 ლარი გათამაშდა. თუმცა, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის - ოთხი საგვარეულო მონეტების დაგროვებას აგრძელებს, რათა ფინალში მოხვდეს და მთავარი პრიზისთვის იბრძოლოს.

თუ აქამდე ფიქრობდი, რომ თამაშში ჩართვა დაგაგვიანდა, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ახალი თვე ნიშნავს ახალ შესაძლებლობას, რადგან გამარჯვებულები ყოველთვიურად ვლინდებიან, ლიდერბორდები ახლდება და თითოეულ მონაწილეს აქვს შანსი საკუთარი აქტიურობით გაიუმჯობესოს პოზიციები. „საგანძურის მარათონში“ წარმატებას მხოლოდ ის არ განსაზღვრავს, ვინ დაიწყო თამაში ადრე - მთავარი ყოველდღიური ჩართულობა, სტრატეგია და მონეტების დაგროვებაა.

ყოველდღიური და ყოველკვირეული მისიების შესრულების პარალელურად, მონაწილეები მობაილბანკის სხვადასხვა ფუნქციასაც აღმოაჩენენ და ყოველდღიურ ციფრულ ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიურად იყენებენ. თითოეული შესრულებული მისია არა მხოლოდ მონეტებს, არამედ ახალ გამოცდილებასაც გაძლევს.

თამაშში გუნდურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თითოეული დაგროვილი მონეტა შენს პირად შედეგთან ერთად შენი საგვარეულოს საერთო ანგარიშსაც ემატება. ამიტომ, საბოლოო გამარჯვებისთვის ბრძოლა მხოლოდ ინდივიდუალური არ არის - ძლიერი საგვარეულო ნიშნავს უფრო დიდ შანსს, რომ ფინალში მოხვდე და 50 000-ლარიანი მთავარი საპრიზო ფონდისთვის იბრძოლო.

„საგანძურის მარათონი“ გრძელდება და ყოველ ახალ თვეს მონაწილეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. თუ უკვე თამაშობ, ახლა საუკეთესო დროა კიდევ უფრო წინ წაიწიო ლიდერბორდზე; ხოლო თუ ჯერ არ ჩართულხარ, ახალი ციკლი, სწორედ, შენთვის იწყება.

გახსენი მობაილბანკი, შეუერთდი შენს საგვარეულოს და დაიწყე ახალი თვე ახალი შესაძლებლობებით - „საგანძურის მარათონში“ ყველაზე საინტერესო თავგადასავალი ჯერ კიდევ წინ არის.