სტატია
  1. “საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
  2. საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
  3. უკრაინელებმა რუსეთში, ტულის ოლქში, ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
  4. სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
  5. თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
  6. უკრაინელმა სამხედროებმა საევაკუაციო დრონით ერთ კვირაში ფრონტიდან ორი დაჭრილი ჯარისკაცი გამოიყვანეს
  7. კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
  8. სერბეთის ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
ბიზნესი

საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა

ბათუმს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატა - 13 მარტს გაგარინის ქუჩა N1-ში „ავტო გალერის" ახალი ფილიალი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიბრენდული შოურუმი, წამყვანი საავტომობილო ბრენდების ფართო სპექტრს აერთიანებს და რეგიონში პირველი მსგავსი ფორმატის სივრცეა. „ავტო გალერი“ მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს - ადგილზე გაეცნონ და შეიძინონ ავტომობილები სხვადასხვა კატეგორიიდან.

გამორჩეული იყო „ავტო გალერის“ გახსნის ცერემონია. ოფიციალური ნაწილის გარდა, სტუმრებს სხვადასხვა აქტივობა, ბევრი სიურპრიზი და საჩუქრები დახვდათ - საინტერესო გათამაშებები და სპეციალური შეთავაზებები „ავტო გალერის“ პარტნიორი კომპანიებისგან. ღონისძიებას 300-მდე სტუმარი დაესწრო.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ბათუმი ამ ეტაპზე ბაზრის ზრდის ძალიან მაღალი ტემპით გამოირჩევა. გვინდოდა, მომხმარებლებისთვის უნიკალური შესაძლებლობა მიგვეცა - ერთ მისამართზე შეგვეთავაზებინა ნებისმიერი კატეგორიის ავტომობილი: ბიუჯეტურიდან პრემიუმ კლასამდე. ეს არა მხოლოდ კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ რეგიონში ახალი ავტომობილების მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს. ეს პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონების განვითარებას უწყობს ხელს და მომავალში მსგავსი კონცეფციის შოურუმის გახსნას სხვა ქალაქებშიც ვგეგმავთ“.

ახალ შოურუმში მისულ მომხმარებლებს Tegeta Cars-ის პორტფელიდან ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ, მათ შორის, Mazda, Volvo, Geely, Zeekr... ასევე, ბათუმში ოფიციალურად პირველად იქნება წარმოდგენილი ისეთი ლუქს კლასის ბრენდები, როგორებიცაა Porsche, Lamborghini და Bentley. ეს კი კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, დააკმაყოფილოს ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე მომხმარებელი.

„ავტო გალერის“ ახალი ფილიალი ბათუმში მომხმარებელს უკვე სრული დატვირთვით ემსახურება. ავტომობილის შეძენისა და ტექნიკური მომსახურების მიღების გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს საბანკო პროდუქტებით, მათ შორის, ავტოგანვადებითა და ლიზინგით, ასევე დაზღვევის სპეციალური პირობებით, პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.