სტატია
  1. „არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  2. მართე გზავნილი შენი წესებით - მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
  3. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 420 სამხედრო დაკარგა
  4. თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია
  5. „თუ ვისაუბრებთ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის სწრაფვაზე ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მაშინ შესაძლოა ისინი მოატყუონ"
  6. ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
  7. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  8. თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
"რუსული მხრიდან ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის იმიტაციური მცდელობაც კი არ ყოფილა"
მსოფლიო

"რუსული მხრიდან ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის იმიტაციური მცდელობაც კი არ ყოფილა"

„გასული ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ უკრაინულ პოზიციებზე დარტყმები გააგრძელა. დილის 7 საათის მონაცემებით, ფრონტზე პოზიციების 140-ზე მეტი დაბომბვა დაფიქსირდა. ამ ღამით რუსებმა 10 თავდასხმის ოპერაცია განახორციელეს, ყველაზე მეტი კი, სლოვიანსკის მიმართულებით. ასევე, მიიტანეს 850-ზე მეტი დარტყმა სხვადასხვა ტიპის დრონით. ფრონტისპირა ცაზე არ წყდებოდა სადაზვერვო დრონების გამოყენებაც.

ყოველივე ეს ნათლად მოწმობს, რომ რუსული მხრიდან ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის იმიტაციური მცდელობაც კი არ ყოფილა. როგორც გასული დღე-ღამის, ისე დღევანდელი დღის შედეგებით, უკრაინა იმოქმედებს სარკისებურად. ჩვენ დავიცავთ ჩვენს პოზიციებს და ადამიანების სიცოცხლეს. რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი ომი და ამას ყველა რეალურად შეამჩნევს, როდესაც მშვიდობისკენ სვლა დაიწყება. დიდება უკრაინას!“ - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი.