სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
"რუსეთს არ აქვს რეალური განზრახვა, დაასრულოს ეს ომი"
მსოფლიო

"რუსეთს არ აქვს რეალური განზრახვა, დაასრულოს ეს ომი"

"დღეს, ფაქტობრივად მთელი დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთი უკრაინას შაჰიდებით უტევს. ღამით განხორციელდა მასიური დარტყმა როგორც რაკეტებით, ისე შაჰიდებით. მთელი დღის განმავლობაში დრონების ახალი ტალღებია. 550-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის დრონი მხოლოდ დღის განმავლობაში, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი - სწორედ შაჰიდები. ამ დარტყმის გეოგრაფია ძალიან ფართოა. და, მიუხედავად იმისა, რომ დრონების უმეტესობის ჩამოგდება მოხერხდა - დადასტურებულად ჩამოგდებულია 500-ზე მეტი - სამწუხაროდ, მაინც არის აფეთქებები: ლვივში, ფრანკივსკში, ტერნოპილში, ვინიციაში, ჟიტომირში, ასევე ხმელნიცკის, რივნეს, ხარკივისა და დნიპროს ოლქებში. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. ამ დროისთვის ცნობილია 40-ზე მეტი დაშავებულის შესახებ, მათ შორისაა ხუთი ბავშვი. ყველას უტარდება საჭირო დახმარება.

რუსების სამიზნეებს შორის ენერგეტიკაა - ეს მთავარია, ისინი აგრძელებენ თავიანთ ოპერაციას, რათა გატეხონ უკრაინა და ჩვენი ენერგოსისტემა. სამწუხაროდ, არის აფეთქებები ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლებშიც - თავდასხმის ობიექტები გახდა ჩვენი ქალაქების ცენტრები, ლვივის ისტორიული ცენტრი. გაჩნდა ხანძარი ლვივში მდებარე წმინდა ანდრიას ეკლესიის შენობებში. ამ ეკლესიის ისტორია ჯერ კიდევ XVII საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. ირანული შაჰიდები, რომლებიც რუსეთის მიერ არის მოდერნიზებული, ლვივის ეკლესიას ურტყამენ - ეს აბსოლუტური სიმახინჯეა და მსგავსი რამ მხოლოდ პუტინისნაირებს შეიძლება მოსწონდეთ. ფრანკივსკში დაზიანდა სამშობიარო სახლი.

ამ თავდასხმის მასშტაბი ძალიან მკაფიოდ მოწმობს იმაზე, რომ რუსეთს არ აქვს რეალური განზრახვა, დაასრულოს ეს ომი. და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსეთი ეხმარება ირანის რეჟიმს მთელ რეგიონში დარტყმების მიყენებაში, დასკვნა სრულიად აშკარაა: რუსეთზე დამატებითი და ძლიერი ზეწოლის გარეშე, მოსკოვში მათი ხელშესახები დანაკარგების გარეშე, მათ არ გაუჩნდებათ სურვილი, უარი თქვან ომზე და როგორმე კვლავ შეეგუონ მშვიდობას" - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.