სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა
სოც. მედია

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედია წერს, რომ ბენზინისა და დიზელის დეფიციტის ფონზე, ქვეყანაში საწვავის კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება.

მათივე ცნობით, საწვავის გაყიდვის შეზღუდვებმა ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგამდეც კი მიაღწია, რომელიც რუსეთის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი რეგიონია და ქვეყანაში ნედლი ნავთობის მთლიანი მოპოვების დაახლოებით 40%-ს უზრუნველყოფს.

გამოცემა წერს, რომ გაზპრომ ნავთობისა და Lukoil-ის ავტოგასამართ სადგურებზე გაყიდვები ლიმიტირებულია: ერთ მომხმარებელზე მაქსიმუმ 40 ლიტრი ბენზინი და 80 ლიტრი დიზელი გაიცემა, თანაც საწვავის ჩასხმა მხოლოდ უშუალოდ ავტომობილის ავზებშია ნებადართული.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსგავსი ლიმიტები და სათადარიგო ავზებში ჩასხმის აკრძალვა შემოიღეს ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ტიუმენის, ნოვოსიბირსკის, სარატოვის, პენზის, ომსკის, ვორონეჟისა და მურმანსკის ოლქებში, ასევე კრასნოიარსკის მხარეში.