სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
"ყველა კანონი რომ სამართლიანი არ არის, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სასტიკი რეჟიმებიც კი, თავიანთ სისასტიკეს, სწორედ „კანონის დაცვის“ ვალდებულებით ხსნიდნენ"
სოც. მედია

"ყველა კანონი რომ სამართლიანი არ არის, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სასტიკი რეჟიმებიც კი, თავიანთ სისასტიკეს, სწორედ „კანონის დაცვის“ ვალდებულებით ხსნიდნენ"

„71 წლის პენსიონერი, დევნილი დააკავეს გზის გადაკეტვის მოტივით, რომელმაც შიმშილობა დაიწყო იზოლატორში…

ვინმეს, თუნდაც ოცნებაზე ფილტვებით მიერთებულს, ბიუჯეტიდან მოპარულ ფულში მოცურავე კორუმპირებულს ან მათ გარემოცვას, ჰგონია, რომ ეს სამართლიანია?

ქალებს, მოხუცებს, პენსიონერებს, პირბადის ტარებისა და გზაზე გადასვლის გამო მასობრივად იჭერენ უსამართლო, უგულო, მშრალი ნორმის დარღვევის საფუძვლით.

თუმცა, ყველა კანონი სამართლიანი არ არის. დიდი პოზიტივისტებიც კი ვერ უარყოფდნენ ამ ფაქტს, „სამართლის წმინდა თეორიის“ ავტორის ჩათვლით, რომელიც მხარს უჭერდა სამართლის გამიჯვნას არაიურიდიული მინარევებისაგან...

ყველა კანონი რომ სამართლიანი არ არის, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სასტიკი რეჟიმებიც კი, თავიანთ სისასტიკეს, სწორედ „კანონის დაცვის“ ვალდებულებით ხსნიდნენ.

„კანონის მოთხოვნით“ ხვრეტდნენ, აწამებდნენ და აციმბირებდნენ ხალხს, „ტროიკებიც“…

შესაძლოა, დღეს, საჯარო მოხელეთა თუ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ნაწილი ფიქრობს, რომ 71 წლის მოხუცის ასე გამეტებით, პირადად ის არ ზარალდება, რადგან მას, ეს ამბავი, არ ეხება…

თუმცა, სადაც ყოფილ პრემიერებს, სუსის უფროსებსა და მინისტრებს ოთხად მოკეცვამ ვერ უშველა, იქ, არც თქვენ ხართ დაცულნი…

ის, რაც ირგვლივ ხდება, ყველას ეხება, რადგან დაზღვეული არავინაა. ყველა რიგშია, ყველა სამიზნეა - არავინ იცის, ვის კარზე როდის დარეკავენ ზარს…

ამიტომ, ჩვენი წილი გამოსავალი, ხმის ამოღება, პოზიციის დაფიქსირება, ნაბიჯის გადადგმაა.

ვიდრე ჯერ კიდევ შეგვიძლია…“ - წერს ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, იურისტი გიორგი კაპანაძე.