სტატია
  1. სექტემბრის დინამიკა არაერთგვაროვანია, თუმცა საერთო სურათი უცვლელია
  2. თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
  3. თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
  4. უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი გაუშვა. ინფორმაცია უკრაინულ Telegram-არხებზე ვრცელდება
  5. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  6. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  7. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  8. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
"ოპერაცია Deep Strike-ის ფარგლებში, განხორციელდა ფრთოსანი რაკეტების, F-5 Flamingo-ს საბრძოლო გაშვება მტრის რამდენიმე სამიზნის მიმართულებით"
მსოფლიო

"ოპერაცია Deep Strike-ის ფარგლებში, განხორციელდა ფრთოსანი რაკეტების, F-5 Flamingo-ს საბრძოლო გაშვება მტრის რამდენიმე სამიზნის მიმართულებით"

"ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სანქციები სრულიად სამართლიანად აგრძელებს მუშაობას რუსული დარტყმების საპასუხოდ. გასულ ღამეს, შეიარაღებული ძალების ოპერაცია Deep Strike-ის ფარგლებში, განხორციელდა ფრთოსანი რაკეტების, F-5 Flamingo-ს საბრძოლო გაშვება მტრის რამდენიმე სამიზნის მიმართულებით, კერძოდ ჩებოქსარიში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე.

უკრაინულმა „ფლამინგოებმა“ 1500 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარეს. დაზიანებულ სამხედრო საწარმოში იწარმოებოდა სარელეო დაცვის სისტემები, ავტომატიკა და დაბალი ძაბვის აპარატურა. ქარხანა აწვდიდა ნავიგაციის ელემენტებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს, სარაკეტო დარგს, ავიაციასა და ჯავშანტექნიკას. ყველაფერ იმას, რასაც რუსები ჩვენს წინააღმდეგ - უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებენ.

რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი ომი და გადავიდეს რეალურ დიპლომატიაზე. ჩვენ ჩვენი შეთავაზება გავაკეთეთ. დიდება უკრაინას!“ - უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გასულ ღამეს განხორციელებულ უკრაინულ იერიშებზე.