სტატია
  1. სექტემბრის დინამიკა არაერთგვაროვანია, თუმცა საერთო სურათი უცვლელია
  2. თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
  3. თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
  4. უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი გაუშვა. ინფორმაცია უკრაინულ Telegram-არხებზე ვრცელდება
  5. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  6. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  7. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  8. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
ბიზნესი

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

გლობალური ლიდერი პრობიოტიკების სფეროში OMNi-BiOTiC, რომელიც გერმანულენოვან ქვეყნებში N1 პოზიციას იკავებს, უკვე ხელმისაწვდომია PSP-ს სააფთიაქო ქსელში. ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე მეცნიერებაზე დაფუძნებულ, უსაფრთხო და ეფექტურ პრობიოტიკულ ფორმულებს, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული.

OMNi-BiOTiC-ის პროდუქტები შექმნილია მიკრობიომული მედიცინის უახლესი კვლევების საფუძველზე და მიზნად ისახავს ნაწლავური ბალანსის, იმუნური სისტემის, სტრესის მართვისა და მეტაბოლიზმის მხარდაჭერას. სწორედ ეს კომპლექსური მიდგომა განაპირობებს ბრენდის მაღალ ნდობას საერთაშორისო მასშტაბით.

ბრენდი აწარმოებს მომხმარებელზე ორიენტირებული ფორმულებს, მათ შორის:
ნაწლავური კომფორტისა და სტრესის შესამცირებლად – OMNi-BiOTiC 6, OMNi-BiOTiC 10 AAD, Stress Repair;
წონის კონტროლისა და ენერგიის ბალანსისთვის – OMNi-BiOTiC Metabolic, Apple Pectin, OMNi-BiOTiC Hetox;
ქალებისა და ბავშვების ყოველდღიური მხარდაჭერისთვის – OMNi-BiOTiC Panda, Flora Plus;
მოგზაურობისას ორგანიზმის დაცვისთვის – OMNi-BiOTiC Travel.

OMNi-BiOTiC-ის მწარმოებელი, ავსტრიული კომპანია Institut AllergoSan, უკვე 30 წელზე მეტია მიკრობიომის კვლევის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს. ბრენდის სანდოობა გამყარებულია 150-ზე მეტი დასრულებული და 50-მდე მიმდინარე კლინიკური კვლევით.

OMNi-BiOTiC-ის ყველა პროდუქტი აკმაყოფილებს WHO, FDA და WGO-ს ხარისხის სტანდარტებს, არის ჰიპოალერგიული, მაღალტოლერანტული და უსაფრთხო ხანგრძლივი გამოყენებისთვის.

“ადამიანის მიკრობიომს ქმნის ყველა ის მიკროორგანიზმი,  რომლებიც ჩვენს სხეულში და ზედაპირზე ცხოვრობენ, განსაკუთრებით ნაწლავებში, კანზე, პირში და სასუნთქ გზებში. მათი სახით ადამიანს მილიარდობით პატარა “მოკავშირე” ყავს, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
მიკრობიომზე ზრუნვა, ნიშნავს საკუთარ თავზე ზრუნვას, იმუნიტეტის გაძლიერებას, მავნე ბაქტერიებისგან დაცვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დახმარებას და ა.შ. თანამედროვე მსოფლიო პრემიუმ ხარისხის პრობიოტიკულ პროდუქტებს  აქტიურად იყენებს ორგანიზმის ჯანმრთელობისა და დაავადებების პრევენციისთვის.

სწორედ ამიტომ, PSP-მ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადა გლობალური ლიდერი პრობიოტიკების სფეროში OMNi-BiOTiC მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც ჯანმრთელობასა და სიჯანსაღეზე ზრუნვას მეტად მარტივს, უსაფრთხოსა და ხელმისაწვდომს ხდის”- აცხადებენ PSP-ში.

პრემიუმ პრობიოტიკული ბრენდი OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში — მეცნიერებაზე დაფუძნებული არჩევანი ჯანმრთელი მიკრობიომისთვის