სტატია
  1. თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
  2. PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
  3. პოლონეთმა რუსეთის კალინინგრადის ოლქის საზღვართან სპეციალური პრევენციული უსაფრთხოების ოპერაცია დაიწყო
  4. სექტემბრის დინამიკა არაერთგვაროვანია, თუმცა საერთო სურათი უცვლელია
  5. თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
  6. თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
  7. უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი გაუშვა. ინფორმაცია უკრაინულ Telegram-არხებზე ვრცელდება
  8. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ბიზნესი

მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

“ქოლგა ვერ დაგიცავს” - ამ სიტყვებით შარშან ზაფხულში PSP-მ გვასწავლა, რომ მზისგან დამცავი საჭიროა მაშინაც კი, თუ ქოლგის ქვეშ ვიმყოფებით. მეტი სიცხადისთვის კი კამპანიის მთავარ სახედ შეზლონგის და ქოლგების გამქირავებლები აქცია. მათი ხელითვე დაარიგა 4600 მილი ლიტრი მზისგან დამცავი საჩუქრად. 

PSP-ს მიზანია, მოსახლეობამდე მიიტანოს მთავარი სათქმელი, რომ “უსაფრთხო რუჯი არ არსებობს”. 

თუ შარშან ბრენდმა გავრცელებულ მითებს სანაპიროზე გამოუცხადა ბრძოლა, წელს ტერიტორია გააფართოვა და გზავნილს ავრცელებს ყველგან, სადაც მზეა. აღმოჩნდა, რომ “მზეს ვერ დაემალები” და ულტრაიისფერმა მავნე გამოსხივებამ შეიძლება მოგვაგნოს ჩრდილშიც, შენობაშიც, მანქანაშიც, ამიტომ მზისგან დამცავი უნდა წავისვათ ყველგან. 

ამ მისიით ბრენდმა თავად “მზე” აალაპარაკა, კამპანიის სახე, რომელიც ქუჩებში, პარკებში, სკვერებში დადის და ჩრდილში მყოფ ადამიანებსაც კი არ აძლევს მოსვენებას, შეახსენებს, რომ მას ვერსად დაემალები, თუ მზისგან დამცავი არ გისვია. 

ამის პარალელურად, PSP დაუპარტნიორდა გალფს და ბენზინგასამართ სადგურებზე პირველი SPF Drive შექმნა, ადგილი, სადაც მძღოლებს საწვავის ჩასხმასთან ერთად, შეუძლიათ მზისგან დამცავით დაიმუშავონ ხელები, განსაკუთრებით მარცხენა ხელი, რომელიც ყველაზე ხშირადაა ე.წ. “მძღოლის რუჯის” მსხვერპლი. 

“ზაფხული მხიარულების, დასვენების, მზის სეზონია და რატომღაც ძალიან მარტივად ვიჯერებთ მითებს, რომელსაც რეალურად ჩვენი კანისთვის და ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ჩვენი მიზანია, ჩვენმა მომხმარებელმა სიმართლეს თვალი გაუსწოროს და იცოდეს, რომ რეალურად “უსაფრთხო რუჯი” არ არსებობს. არადა ეს ფრაზა ხშირად რეკლამებიდანაც კი გვესმის. ვეცადეთ კამპანიისთვის ლაღი და მსუბუქი განწყობა შეგვენარჩუნებინა და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გზავნილიც მიგვეტანა საზოგადოებამდე.” - აცხადებს PSP -ს მარკეტინგის დირექტორი ანო გოგიჩაძე. 

კამპანიაზე უკვე ტრადიციულად, PSP-ს პარტნიორმა შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.