სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
"მე არასოდეს მითქვამს, რომ ეკლესიას უნდოდა სისხლის ღვრა, ეს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ცილისწამებაა" - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
საზოგადოება

"მე არასოდეს მითქვამს, რომ ეკლესიას უნდოდა სისხლის ღვრა, ეს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ცილისწამებაა" - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"ესეც სიცრუეა, მე არ ვარ საპატრიარქოში დაბარებული, მე ვარ დაბარებული საეპარქიო კომისიაზე, ეს კომისია სად გაიმართება, საპატრიარქოში თუ სამების ლავრაში, მნიშვნელობა არ აქვს.

ასევე, მე არასოდეს მითქვამს, რომ ეკლესიას უნდოდა სისხლის ღვრა, ეს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ცილისწამებაა. თუმცა არ არის მისგან გასაკვირი. ასევე დეკანოზი ანდრია ამბობს, მე კი არ ვიბარებ, არამედ კომისია იბარებსო. ვინ არის ეს კომისია, ვინმე პიროვნებაა? რატომ არ ამბობთ პირდაპირ, მეუფე შიო რომ მიბარებს?

ასევე, არაფერი პირადული, მხოლოდ კომისიას აქო კითხვები, ვინაა ეს კომისია იქნებ გამაცნოთ" - არქიმანდრიტი დოროთე სოციალურ ქსელში და პასუხობს ანდრია ჯაღმაიძეს, რომელმაც დღეს ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა:

"ზედმეტად პრიმიტიული ხრიკია, ასეთი მძიმე ბრალდებები არსებობდეს კომისიის მხრიდან და აცხადებდე, პატრიოტიზმისთვის ცდილობს ჩემს დევნას ერთი ადამიანიო... არანაირი პირადული ინტერესი მის მიმართ არ გამაჩნია".