სტატია
  1. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
  2. პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
  3. თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
  4. თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
  5. Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
  6. თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
  7. მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  8. „არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"მას ყველა პატივს სცემს. ვფიქრობ, ამ თანამდებობაზე სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, დღეს აქ არც კი შევიკრიბებოდით"
სოც. მედია

"მას ყველა პატივს სცემს. ვფიქრობ, ამ თანამდებობაზე სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, დღეს აქ არც კი შევიკრიბებოდით"

„ნება მომეცით, ვთქვა, რომ ის ჩემი მეგობარია. შესანიშნავი ადამიანი, გამორჩეული ლიდერი და შესანიშნავი გენერალური მდივანია. მას ყველა პატივს სცემს. ვფიქრობ, ამ თანამდებობაზე სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, დღეს აქ არც კი შევიკრიბებოდით, სიმართლე რომ გითხრათ, რადგან იმედი გაგვიცრუვდა. ამ საკითხში დახმარება საერთოდ არ გვჭირდებოდა.

ირანი ფაქტობრივად პირველივე კვირაში გავანადგურეთ. თუმცა კარგი იქნებოდა, მოკავშირეებს ეთქვათ: „ჩვენ დახმარება გვინდა შემოგთავაზოთ“. ეს დახმარება არც კი გვჭირდებოდა, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, ეს რომ ეთქვათ. მათ კი ეს არ უთქვამთ. მაგრამ როგორც გენერალური მდივანი და ის მთელი ამ სისტემის ხელმძღვანელია, ვფიქრობ, მისთვის რომ დამერეკა, საჭიროების შემთხვევაში ის სავარაუდოდ დახმარების გზას იპოვიდა. თუმცა, ეს არ გამიკეთებია – ცალკეულ ქვეყნებს ვუკავშირდებოდი, რათა მათი პოზიცია გამეგო... ჩვენ ცოტა განსხვავებულად ვუყურებთ საკითხებს, მაგრამ იმედგაცრუებული ვიყავი. იმედგაცრუებული ვიყავი იტალიით, ასევე დიდი ბრიტანეთით. ის [კირ სტარმერი] უკვე აღარ არის თანამდებობაზე და, როგორც იცით, ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ დიდი ბრიტანეთით იმედგაცრუებულები ვიყავით.

იმედგაცრუებულები ვიყავით გერმანიითა და საფრანგეთით. ესპანეთი კი სრული კატასტროფაა. ესპანეთი თქვენი გადმოსახედიდანაც კი საშინელია. მათ არაფრის გადახდა არ სურთ. ჰგონიათ, რომ ყველაფერს უფასოდ მიიღებენ. ესპანეთი არ არის კარგი პარტნიორი, თუმცა ამ ადამიანის [რუტეს] მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს. ამიტომ განვიხილავთ იმას, რაც მოხდა, და ვნახავთ, რა მოხდება შემდეგ" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.