სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
"ხარაგაულის უბნის მარელისის სამმართველოს ცვლის უფროსი ა.გ. რკინიგზის კუთვნილი ქონების ე.წ. შპალების რეალიზაციას 450 ლარის სანაცვლოდ ახდენდა"
საზოგადოება

"ხარაგაულის უბნის მარელისის სამმართველოს ცვლის უფროსი ა.გ. რკინიგზის კუთვნილი ქონების ე.წ. შპალების რეალიზაციას 450 ლარის სანაცვლოდ ახდენდა"

„საქართველოს პროკურატურამ სხვისი ქონების მითვისების მცდელობის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ სალიანდაგო დეპარტამენტის, ხარაგაულის უბნის მარელისის სამმართველოს ცვლის უფროსი ა.გ. რკინიგზის კუთვნილი ქონების ე.წ. შპალების რეალიზაციას 450 ლარის სანაცვლოდ ახდენდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უკანონო გარიგების შედეგად მოქალაქისაგან მიღებული თანხა 450 ლარი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ქონების მითვისებს მცდელობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - პროკურატურა.