სტატია
  1. AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
  2. თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
  3. სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
  4. Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
  5. მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
  6. თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
  7. PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
  8. თიბისი ტექსკოლა - ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
"ხალხის გაჩუმება, ყოველთვის „კარგი მიზეზით“ იწყება და ყოველთვის თავისუფლების შეზღუდვით მთავრდება..."
სოც. მედია

"ხალხის გაჩუმება, ყოველთვის „კარგი მიზეზით“ იწყება და ყოველთვის თავისუფლების შეზღუდვით მთავრდება..."

„ქება-დიდებას დაცვა არ სჭირდება.

დაცვა სჭირდება კრიტიკულ აზრს.

თავისუფალ სიტყვას, რომლის ჩახშობაც ცენზურის სამმართველოს შექმნით გადაწყვიტეს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლისა და ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის იგნორირებით იქმნება ინსტიტუციური მექანიზმი, რომელმაც უნდა განსაზღვროს:

რა უნდა თქვა,

როგორ უნდა თქვა,

და საერთოდ - უნდა თქვა თუ არა.

დღეს ამას „აგრესიულ კომუნიკაციას“ უწოდებენ.

ხვალ კი, შენი აზრი აღმოჩნდება „საფრთხე“.

ერთი პოსტი, ერთი კომენტარი, ერთი სიტყვა და შენ უკვე მონიტორინგის ობიექტი ხდები.

სადაც ხალხი იწყებს თვითცენზურას იმის შიშით რომ სიტყვები შესაძლოა „სხვაგვარად გაიგონ“, იქ დემოკრატიას არაფერი ესაქმება.

როცა ადამიანები ჩუმად არიან არა იმიტომ, რომ არ აქვთ სათქმელი, არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ, ეს არის მსუსხავი ეფექტი და ნიადაგი ავტორიტარიზმისთვის.

ხალხის გაჩუმება, ყოველთვის „კარგი მიზეზით“ იწყება და ყოველთვის თავისუფლების შეზღუდვით მთავრდება.

ქება-დიდებას დაცვა არ სჭირდება.

დაცვა სჭირდება კრიტიკულ აზრს.

Handyside v. United Kingdom, ECtHR, 1976 - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ „მისაღებ“ აზრს, არამედ იმასაც, რაც შესაძლოა, მწვავე და კრიტიკული იყოს“ - წერს სოციალურ ქსელში ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, იურისტი გიორგი კაპანაძე და ქართული ოცნების იმ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შსს-ში სპეციალური სამმართველო იქმნება, რომლის მთავარი ფუნქცია საჯარო სირცეში გაკეთებული განცხადებების შინაარსის შესწავლა იქნება.