სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
  2. ორბანის თანაგუნდელმა, პეტერ სიიარტომ, პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. ის ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში BYD იწყებს მუშაობას
  3. "ყველა პრემიერ მინისტრმა იცის, როდესაც ჩირაღდანს ხელში აიღებს, დადგება დღე, როდესაც მას სხვებს გადასცემს, ეს დღე ჩემთვის დადგა"
  4. მედია: თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება იჰორ კლიმენკო, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს
  5. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
  6. "რასაც უკრაინული რეჟიმი აკეთებს, მეკობრეობაც კი აღარ არის"
  7. უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად რუსული фсб-ის საპატრულო გემის განადგურება თანამგზავრული ფოტოებით დადასტურდა
  8. EU-მ მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
,,კეიპაქსი’’ - სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ბიზნესი

,,კეიპაქსი’’ - სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

,,კეიპაქსი’’ — სარეკლამო კომპანიაა, რომელიც ქართული ბიზნესებისთვის ქმნის ისეთ ბრენდირებულ პროდუქტებს, რომლებიც ორიგინალურობითა და ხარისხით გამოირჩევა.

„კომპანიის მიზანია, ბიზნესს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი ბრენდი ხელშესახები, სასარგებლო და დასამახსოვრებელი ნივთებით გააცოცხლოს“, - ,,კეიპაქსის’’ თანადამფუძნებელი, ირაკლი ცქიტიშვილი.

კომპანიის ისტორია 2018 წლიდან იწყება. ირაკლი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ სფეროში, აგროვებდა გამოცდილებას სხვადასხვა კომპანიის გუნდში და მკაფიოდ ხედავდა, რა აკლდა ბაზარს — მოქნილობა, გამბედაობა და ინდივიდუალიზმი. სწორედ ამ ხედვის გაზიარებით შეიქმნა ,,კეიპაქსი’’. „თეონა ალთუნაშვილი ჩემი კოლეგა იყო. როდესაც მივხვდით, რომ ორივეს ერთი სურვილი და ხედვა გვქონდა, ერთად გადავწყვიტეთ ,,კეიპაქსის’’ დაფუძნება. მაშინაც და დღესაც, ბრენდის მისია უცვლელია: ბრენდირებულ პროდუქტებში უნდა იგრძნობოდეს ბრენდის ხასიათი“.

კომპანიის სერვისი სრულ ციკლს მოიცავს - პროდუქციის მოძიებიდან და იმპორტიდან ბრენდირებამდე. ნივთებს  ,,კეიპაქსი’’ ჩინეთიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და თურქეთიდან იღებს, შემდეგ კი ქართული ბრენდებისთვის აქცევს პერსონალიზებულ, სტანდარტებზე მორგებულ პროდუქტად. კონკურენცია ამ ბაზარზე მაღალია, თუმცა ,,კეიპაქსი’’ მომხმარებლებს, ერთი მხრივ, სთავაზობს ფართო კატალოგს, მეორე მხრივ კი, ჩინეთში პარტნიორ ქარხნებთან ამზადებს სრულიად ახალ, custom made დიზაინს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შეუძლია ბრენდთან ერთად შექმნას პროდუქტი, რომელიც არავის აქვს - ფორმით, ფერით, ფუნქციითა და დეტალებით განსხვავებული.

,,კეიპაქსმა’’ პირველი წელი საკუთარი ფინანსური რესურსებით დაიწყო, მაგრამ უკვე 2019 წელს დადგა საჭიროება, დამატებითი სახსრები მოეძიებინათ.

 „თიბისის როლი ძალიან დიდია ,,კეიპაქსის’’ განვითარების გზაზე. ჩვენი მომხმარებლებისგან სრულ საავანსო ანგარიშსწორებას არ ვითხოვთ, ამიტომ 2019-ში თიბისის მივმართეთ, საკრედიტო ხაზის მოთხოვნით, მეტი ფინანსური მოქნილობისთვის. თიბისი პირველივე ცდაზე დაგვთანხმდა და საკრედიტო ხაზი გამოგვიყო.  7 წელია, თიბისითან ვთანამშრომლობთ, რაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენი კომპანიის შეუფერხებელ მუშაობაში”, - ამბობს ირაკლი.

,,კეიპაქსის’’ გამორჩეულობა ბაზარზე მხოლოდ მიწოდების არეალსა და ფასების მოქნილობას არ ეფუძნება. აქ, ერთდროულად სამი ფაქტორი იყრის თავს: ფართო არჩევანი, ხარისხის კონტროლი და კრეატიული ბრენდირება.