სტატია
  1. თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
  2. თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
  3. Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
  4. თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
  5. მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  6. „არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  7. მართე გზავნილი შენი წესებით - მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
  8. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 420 სამხედრო დაკარგა
ივენთ კომპანია „ივენტორიქსი“ საქმიანობის ახალ ეტაპზე გადადის
საზოგადოება

ივენთ კომპანია „ივენტორიქსი“ საქმიანობის ახალ ეტაპზე გადადის

ივენთ კომპანია „ივენტორიქსი“ საქმიანობის ახალ ეტაპზე გადადის. კომპანიამ ცოტა ხნის წინ, 5 წლის იუბილე აღნიშნა. სასტუმრო Glarros OldTown-ში გამართულ ღონისძიებას „ივენტორიქსის“ პარტნიორები და მეგობრები დაესწრნენ. 13 ნოემბერს კი კომპანია მასშტაბურ ღონისძიებას აანონსებს.

სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში „ივენტორიქსი“ 100 კომპანიის წარმომადგენელს, გასაოცარ სივრცეში უმასპინძლებს. კომპანია, რომელიც დაარსების დღიდან გამორჩეულად ლამაზი და განსხვავებული გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას უნიკალურ და განსაკუთრებულ სივრცეში გეგმავს. 

საქმიანი ვახშმის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება დეტალები, რომლის ანალოგი საქართველოში აქამდე არ შექმნილა. „ივენტორიქსის“ ვახშამზე კონკრეტულ კომპანიებს საკუთარი ბრენდის, საქმიანობის, პროდუქციისა თუ მომსახურების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ. ტრადიცულად, მოეწყობა გათამაშება. იღბლიან სტუმრებს პარტნიორი კომპანიები დაასაჩუქრებენ.

„ივენტორიქსი“ 2020 წელს დაარსდა. კომპანიის დამფუძნებლებმა - ანი კალანდაძემ, ნინო ხითარიშვილმა და თამარ ჩიქოვანმა სიახლის წამოწყება პანდემიის პერიოდში გადაწყვიტეს. წლების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კომპანიამ 500-ზე მეტ ღონისძებაზე, ასეულობით ინდივიდუალურ პირთან და კომპანიასთან იმუშავა. „ივენტორიქსის“ მომსახურებით სარგებლობს სხვადასხვა სექტორი, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, სამედიცინო სფერო, მედია, სამშენებლო და სატრანსპორტო მიმართულება, შოუ ბიზნესი. კომპანია საქმიანობს კორპორატიული საღამოების, ბიზნეს დაჯილდოებების, საქმიანი ვახშმების თემატური გაფორმების მიმართულებითაც.

„ივენტორიქსი“ ასევე მუშაობს კერძო პირებთან და მომსახურებას უწევს მათ დაბადების დღეების, ქორწილებისა და სხვა ტიპის ღონისძიების დაგეგმვისას. კომპანია ფლობს მრავალფეროვან დეკორაციას, ჭურჭელს და ყველა იმ საჭირო ინვენტარს, რაც ღონისძიების სრულყოფილად ჩასატარებლად არის საჭირო. 

წარმატებული და ეფექტური საქმიანობის ხუთი წლის თავზე კი, „ივენტორიქსი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას აანონსებს. კომპანია ბიზნეს სექტორსა და ინდივიდუალურ პირებს, ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში, ლოკაციის მოძიების, დიზაინის, დეკორაციების, მუსიკალური გაფორმების, მედია გაშუქებისა და სხვა ყველა საჭირო მომსახურების გათვალისწინებით, სრულმასშტაბიანი სერვისების მიწოდებას პირდება.