სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
"ივანიშვილმა მოსვლის შემდეგ არაფერი არ გააკეთა ამ ჩვენთვის უკიდურესად მომგებიანი ხელშეკრულების განსახორციელებლად
პოლიტიკა

"ივანიშვილმა მოსვლის შემდეგ არაფერი არ გააკეთა ამ ჩვენთვის უკიდურესად მომგებიანი ხელშეკრულების განსახორციელებლად

„მე, 2011 წელს, შვეიცარიელების შუამავლობით, გავაფორმე ხელშეკრულება რუსეთთან, რომლითაც ჩვენი საერთაშორისო საზღვარი დაფიქსირდა ფსოუზე და ხელშეკრულების თანახმად, ფსოუზე, ჩვენს წარმომადგენლად შვეიცარიულ კერძო კომპანიას უნდა მოეხდინა ამ გამშვები პუნქტის ოპერირება.

ამის მისაღწევად ჩვენ გამოვიყენეთ ის ბერკეტი, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე ჩვენ გვქონდა ვეტოს უფლება.

პრეზიდენტი ობამა პირადად მაწვებოდა, რომ არ წამეყენებინა რუსეთისთვის პრეტენზიები და მე მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიჯიუტე ავტომატურად იწვევდა ობამას ჩემზე გადაკიდებას, ძალიან პრინციპული პოზიცია დავიჭირე და მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მას შემდეგ რაც მე ჩემი პოზიციიდან ფეხი არ მოვიცვალე, ამერიკამ დაითანხმა პუტინი, ქაღალდზე ეღიარებინა ჩვენი საერთაშორისო საზღვრები.

ივანიშვილმა მოსვლის შემდეგ არაფერი არ გააკეთა ამ ჩვენთვის უკიდურესად მომგებიანი ხელშეკრულების განსახორციელებლად. პრაქტიკულად, უარი თქვა, საქართველოს სუვერენიტეტის ფსოუს საბაჟოზე განხორციელებაზე.“ - მიხეილ სააკაშვილი.